ბეთლემის N11

 

ამ ახალ ნაგებობას ბეთლემის უბნის ერთერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობის - ბეთლემის ქ. N11 (I) სახლის (ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი) ადგილი უკავია, რომელიც სახლის გეგმარების კონტურის და საერთო ხაზების (გაბარტიტების) შენარჩუნების მიუხედავად ვერ ერგება გარემოს და მისი ხისტი სხეული დრეკად მოსახვევში გარდიგარდმო გაჩხერილ უცხო სხეულად რჩება. შემორჩენილ ძველ ფოტოებთან შედარებისას ეს შთაბეჭდილება უფრო მეტად ძლიერდება. მსგავსი შედეგი რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული: ძველი ნაგებობის კონტურები ფორმალურად იქნა გამეორებული - ეს კონტური მორგებული იყო მეზობლად მდგარ ბეთლემის ქ. N9-სთან (II) (გეგმა 10) ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი გამომგონებლობითა და შემოქმედებითობით. ახალმშენებლობისას კი საერთოდ დაიკარგა ბეთლემის ქ. N9 (II) და მისი ადგილი ბეთლემის ქ. N11-ის (I) ეზომ დაიკავა. შესაბამისად მისი შიდა, ეზოს კონტური და ფასადი აქტიურად გამოვიდა ქუჩაზე და აზრმოკლებულ მხატვრულ გადაწყვეტად იქცა. მეორეს მხრივ ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელია ისტორიული ნაგებობის რეკონსტრუქცია (რის არქიტექტურულ მცდელობასაც ვხდებით ამ შემთხვევაში) თანადროულისგან განსხვავებული სამშენებლო მასალაში. (იხ. კონკრეტული ნაგებობის საინფორმაციო ბაზა)

 

ისტორიული ნაგებობის ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია