ასკანის I ჩიხი N6

 

ასკანის I ჩიხი N6 საცხოვრებელი სახლი 1970-იან წწ-ში იქნა დანგერული. იგი ფაქტიურად ორი ნაგებობისაგან შესდგებოდა და დღეს მისი ტერიტორია ცარიელია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ტერიტორია ბეთლემის უბნის ყველაზე მეტად შელახული მონაკვეთის – ასკანის I ჩიხს, ასკანის ქუჩასა და ასკანის II ჩიხს შორის არსებული ცარიელი ადგილი – შემადგენელი ნაწილია, სადაც ფაქტიურად ოთხი ახალი მოცულობა უნდა აშენდეს, კონსერვაციის გეგმა რეკომენდაციას უწევს ასკანის I ჩიხისკენ გამომავალი ფასადის რეკონსტრუქციას.

ასკანის I ჩიხი N6 საცხოვრებელი სახლი რთულ რელიეფზე განთავსებული, ბეთლემის უბნისთვის დამახასიათებელი სივრცულ-გეგმარებითი გადაწყვეტის ნაგებობა იყო. მას ჰქონდა დახურული შიდა ეზო, სდაც ფასადები აივნების სისტემით იყო დამუშავებული; ასკანის I ჩიხში გამომავალი პარადული ფასადი შესანიშნავი ჭვირული დეკორით შემკობილი ხის დაკიდული აივნით იყო გაფორმებული; არსებული ტრადიციისამებრ მისი უკანა, ასკანის II ჩიხში გამავალი სამხრეთის ფასადი სადა ღიობებით იქნებოდა დანაწევრებული.

იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს დანგრეული სახლის გეგმის ანაზომი, რაც განსაზღვრავს დასაპროექტებელი ნაგებობის სივრცულ-გემარების ხასიათს და საბედნიეროდ მოპოვებულია აკანის I ჩიხში გამომავალი დაკიდული ხის აივნიანი ფასადის ფოტო დოკუმენტაცია, სასურველია პროექტის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნას ასკანის I ჩიხში გამომავალი ფასადის რეკონსტრუქცია. საპროექტო წინადადების მსგავსი გადაწყვეტა განსაკუთრებით შემოქმედებით და ტაქტიან მიდგომას მოითხოვს რათა რეკონსტრუირებული ფასადი ორგანულად შეერწყას ახალი ნაგებობას.

 

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია