ასათიანის ქ. N14 

ასათიანისა და ბეთლემის აღმართის კუთხეში განხორციელებული ახალმშენებლობები ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული უხეში ჩარევაა თბილისის ისტორიულ ნაწილში. ორმა წაგრძელებული გეგმის, მრავალსართულიანმა კორპუსმა მთლინად დაარღვია აქ ადრე არსებილი ორი ნაგებობის კონფიგურაცია და გეგმარებითი სტრუქტურა. (გეგმა 10) იმის გარდა, რომ მასშტაბი ახალი ნაგებობებისა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ამ ჩარევით დაირღვა ქუჩის კონტური, ჩაიწია რა ისტორიული ქუჩის კონტურიდან უკან და დაიკარგა ისტორიული, ქრესტომათიული პერსპექტივა ბეთლემის ქუჩა-კიბისა და მასზე აკინძული მონუმენტების სილუეტი. უხარისხოა თვით არქიტექტურა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადგილი უბნის დასავლეთ "კარიბჭეს" წარმოადგენს და ერთ-ერთი მთავარი აღქმის კუთხეა ბეთლემის ანსამბლისა, აქ განხორციელებული ახალმშენებლობა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს უბნის ისტორიული სახის შენარჩუნებისა და ზოგადად მისი რევიტალიზაციისათვის.

 

ჩარევის მეთოდოლოგია: 

ნაგებობის ბედი თბილისის ისტორიულ ნაწილში განხორციელებუილი ყველაზე უხეში ჩარევების მოწესრიგება-გამოსწორების გლობალურ კონტექსტში უნდა გადაწყდეს. ზედაპირული ჩარევით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. საჭიროა მასშტაბური საპროექტო გადაწყვეტის მოძებნა, რაც იურიდიული და ადმინისტრაციული ღონისძიებების, უფლებრივი ზონირების დოკუმენის მუხლი 24.-ით განსაზღვრული "შეუსაბამო" უძრავი ობიექტის სტატუსის გამოყენებით უნდა განხორციელდეს. 

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია