შენობა N 1

 

1. მისამართი ბეთლემის აღმართი N 4

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური

ბ) რეკომენდებული ძეგლის ნიშნის მქონე (განხილულია ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მიერ)

3. მნიშვნელობა – გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია – განვითარებული გეგმარების მრავალბინიანი სახლი სადარბაზოთი

6. სართულიანობა - სამსართულიანი, სარდაფით

7. ზოგადი თარიღი - ნაწილი XIX - XX ს-ის

მიჯნა, ნაწილი XIX ს-ის II ნახ.

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

რელიეფი - რთული; სახლს უკავია ბეთლემის აღმართსა და ასათიანის ჩიხს შორის მონაკვეთი ქუჩა-კიბემდე.

არაერთგვაროვანი რელიეფის დონეთა ვარდნა გამოხატულია, არა მხოლოდ ბეთლემის აღმართის გასწვრივ, არამედ ბეთლემის აღმართსა და ასათიანის ჩიხს შორისაც. ამის გამო გრძელი შენობის ქვედა კიდურა ნაწილის I საცხოვრებელი

სართული, რომელიც საკმაოდ მაღალ ბელეტაჟს წარმოადგენს ქვეშ განთავსებული ნახევარსარდაფით; ბეთლემის აღმართიდან თავადაა ნახევარსარდაფი; ხოლო ამავე ნაწილის III სართული, შენობის ზედა კიდურა ნაწილში ნიადაგის დონეს უსწორდება.

ორიენტაცია - სახლის მთავარი ფასადი გადის დასავლეთით, ბეთლემის აღმართისკენ. ეზოს მხარის დიდი ნაწილი და დამხმარე მკლავის გვერდითი ფასადი უყურებს აღმოსავლეთს, ხოლო შენობის ზედა ნაწილის უკანა კედელი სამხრეთითაა. ჩრდილოეთით შენობა მიჯრით ებჯინება მეზობელ სახლს.

9. დაზიანების კატეგორია - IV კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია