შენობა N 10

 

1. მისამართი - ბეთლემის აღმართი N 16ბ

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური

ბ) რეკომენდებული ძეგლის ნიშნის მქონე (განხილულია ძეგლთა დაცვის სამეცნიერო-მეთოდურ საბჭოზე)

3. მნიშვნელობა - გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია – კოშკური საცხოვრებელი, ნახტომისებური ვერტიკალური გეგმარებით

6. სართულიანობა - სამსართულიანი (სართულების ტერასული განლაგება განაპირობებს, შენობის სამსართულიანობას გარკვეულ ნაწილში.)

7. ზოგადი თარიღი - XIX საუკუნის I ნახევარში დაფუძნებული სავარაუდოდ XVIII ს-ის სტრუქტურაზე

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

არაერთგვაროვან, კლდოვან ფერდზე დაშენებული ნაგებობა განაშენიანების ზედა ტერასაზეა განთავსებული. სახლის ერთი ფრთა მკვეთრად დამრეცი ფერდისკენ პერპენდიკულარულადაა მიმართული, ხოლო მეორე - ჰორიზონტალურად.

შენობის ფასადი ორიენტირებულია ჩრდილოეთით. იგი მაღლა მდებარეობისა და წინ გახსნილი არეს გამო ვრცელ ხედებს მოიცავს. დასავლეთით მეზობელ სახლსა და უბნის ნაწილს გაჰყურებს, აღმოსავლეთით - ბეთლემის ზედა ეკლესიასა და ქალაქის შორ ხედს, ხოლო სამხრეთით - ეზოსკენ და სოლოლაკის ქედისკენ იყურება.

9. ფიზიკური მდგომარეობა - დაზიანების II კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია