შენობა N 12

 

1. მისამართი ბეთლემის აღმართი N 16ა

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური

ბ) რეკომენდებული ძეგლის ნიშნის მქონე (განხილულია ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მიერ)

3. მნიშვნელობა – გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია – მარტივი ანფილადი

6. სართულიანობა - ორ სართულიანი

7. ზოგადი თარიღი XIX ს-ის II ნახევარი გვიანი შუასაუკუნეების ფენებით

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია:

რელიეფი - რთული. საცხოვრებელი სახლი უკანა კედლით ებჯინება ზედა ბეთლემის ეკლესიის წინა ბაქნის საყრდენ კედელს; სახლს მისასვლელი აქვს ქვედა ტერასიდან -  შუკიდან, რომელიც ქუჩა-კიბეს აგრძელებს, ან ასკანის III ჩიხიდან.

აივნებით გახსნილი გრძელი ფასადი ორიენტირებულია ჩრდილოეთით, საითაც მოჩანს მთელი ქალაქი და ძალიან შორი ხედები.

9. დაზიანების კატეგორია - III კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია