დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

 

სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა

სახლს მარტივი ანფილადის ტიპის გეგმა აქვს, ყრუ ზურგით. ოთახები ტერასასთან მიჯრით არის განაწილებული და მართკუთხა აბრისში ექცევა; მხოლოდ II სართულზე ემატება კიდურა ოთახს, მეზობელი N12/14 სახლისკენ ზურგის მხრიდან მცირე ზომის სათავსი, რომელიც ამ აბრისს გარეთ გადის. XX ს.-ის მეორე ნახევარში, სახლზე მიშენებულია ერთსართულიანი გრძელი მკლავი, რომელიც აღმოსავლეთიდან ფარგლავს ეზოს. მის საპირისპიროდ, დასავლეთით, გარედან მიდგმული ღია კიბის მარში ესაზღვრება ეზოს გალავანს. სახლი მხოლოდ წინა მხრიდან იხსნება აივნით, გვერდითი კედლები მეზობელ სახლებზეა მიბჯენილი, ხოლო უკანა კედელი მიწაშია ჩამჯდარი და მხოლოდ ზედა ნაწილით იჭრება მიწის ზემოთ.

 

სარდაფი

ნაგებობის შუა ნაწილში არის სარდაფი ბრტყელი გადახურვით და ბუხრით. (სარდაფი არ რის აზომილი).

 

ფასადი და ინტერიერი

ფასადების გადაწყვეტა არაერთგვაროვანია. აივანი ქვედა სართულში ამოშენებულია მთლიანად, II სართულზე კი - მხოლოდ ნაწილობრივ; საყურადღებოა, რომ 2000 წ.-მდე შემორჩენილი იყო, ერთი ავთენტური მრგვალი, ხის სვეტი და რიკულიანი მოაჯირის ფრაგმენტი. დღეს მხოლოდ სვეტიღა დარჩა ადგილზე. ახლა აივნის მოაჯირი მთლიანად სადაა და ყრუდ შეფიცრული.

შენობის ერთი ნაწილს II სართულზე ებმის უკან დამატებული მცირე სათავსი და კიბეც საკუთარი აქვს.

შენობის ყველა ოთახში არის განჯინები და თახჩები.

 

ეზო

ეზოს წინა მხრიდან გალავანი აქვს შემოვლებული. ეზოს დღევანდელი ტერიტორია გაზრდილია თანამედროვე გრძელი მკლავის მიშენებისას.

 

მნიშვნელობა და ავთენტურობა

ასკანის I ჩიხი N10 საცხოვრებელი სახლი ავთენტურობაშელახული რიგითი ისტორიული ნაგებობაა.

 

ჩარევის მეთოდოლოგია

შენობა და მისი ტერიტორია მოსაწესრიგებელია.

დასაშვებია მისი ახალი მოცულით შეცვლა ან არსებულის განვითარება. ნებისმირ შემთხვევაში შესანარჩუნებელია სარდაფის სათავსი, ანუ ახალი ნაგებობის გაჩენის შემთხვევაშიც იგი ჩართული უნდა იყოს ახალ სტრუქტურაში. გასათვალისწინებელია არსებული მოცულობის პარამეტრები, გეგმარებითი სტრუქტურა და “შევსების დიზაინით” გათვალისწინებული კრიტერიუმები და პრინციპები. ეზოს გაზრდილი და სტრუქტურადარღვეული ტერიტორია უნდა მოწესრიგდეს გარემოსთან შესაბამისად.