შენობა N 19

 

1. მისამართი - ასკანის ქუჩა N8

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური

ბ) რეკომენდებული ძეგლის ნნიშნის მქონე (განხილულია ძეგლთა დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მიერ)

3. მნიშვნელობა - ურბანული და მხატვრული ღირებულების მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია - მარტივი ანფილადი

6. სართულიანობა - სამი სართული სარდაფით

7. ზოგადი თარიღი - XIX ს-ის I და II ნახევარი, XX ს.

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

ნაგებობა დგას დამრეც რელიეფზე.

სახლი ორიენტირებულია დასავლეთით და მისი გრძელი ფასადი ასკანის ქუჩის მკვეთრი აღმართის გასწვრივ ვითარდება. ქვედა გვერდითი ფასადი მეზობელი სახლის, ქვემო გომის ჩიხი N5-ის ეზოს საზღვრავს, ხოლო ზედა - ასკანის II ჩიხისკენ გადის ვიწრო ფასადით.

9. ფიზიკური მდგომარეობა - V კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია