შენობა N 21

 

1. მისამართი - ასკანის ქუჩა N10/1

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური

ბ) რეკომენდებული - ძეგლისNნიშნის მქონე

3. მნიშნელობა - გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია - არატიპიური, გართულებული გეგმარების

6. სართულიანობა - სამსართულიანი სარდაფით

7. ზოგადი თარიღი - შერეული ფენები; უადრესია სარდაფი, სავარაუდოდ XVII საუკუნის; მოცულობა ძირითადად ფორმირებულია XIX ს-ის I ნახევარში

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

ნაგებობა დგას დამრეც ფერდზე, ასკანის ქუჩისა და ასკანის II შესახვევის კუთხესთან. სახლს ამ მხარეს გალავნიანი ეზო აქვს. შენობა გვერდითი ფასადით უშუალოდ ესაზღვრება ასკანის ქუჩის კიბიან მონაკვეთს, საიდანაც ხდება ზედა დონეზე განთავსებულ მის მცირე ეზოსთან დაკავშირება.

სახლის ფასადი შესახვევისკენ, ჩრდილოეთით არის ორიენტირებული და ზედა სართულები ქალაქს გადაყურებს. გვერდითი ფასადი ასკანის ვიწრო ქუჩისკენ გადის, ხოლო უკანა ფასადი მის ზემოთ მდგარ, გომის ქუჩა N5/12 სახლის უკანა ფასადისკენ აქვს მიქცეული. შენობა მეზობელ, ასკანის II შესახვევი N 3 სახლთან მიჯრით არის მიდგმული აღმოსავლეთის კედლით

9. ფიზიკური მდგომარეობა - III კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია