შენობა N 22

 

1. მისამართი - ასკანის ქუჩა N9/2

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური

ბ) რეკომენდებული - ძეგლის ნიშნის მქონე (განხილულია ძეგლთა დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მიერ)

3. მნიშვნელობა – გამორჩეული მხატვრულ-ისტორიულ  ღირებულების მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია - მარტივი ანფილადი

6. სართულიანობა - სამსართულიანი, სარდაფით და მეზონინით

7. ზოგადი თარიღი - შერეული ფენები - XVII საუკუნის ბოლოდან XIX საუკუნის II ნახევრის ჩათვლით

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

ნაგებობა განვითარებულია დამრეც ფერდზე, ასკანის ქუჩის და ასკანის III ჩიხის შეერთების ადგილას. წინ აქვს მცირე მოედნის მსგავსი თავისუფალი არე, ხოლო გვერდითი ფასადით უშუალოდ ესაზღვრება ასკანის ქუჩის კიბიან მონაკვეთს, საიდანაც ხდება ზედა დონეზე განთავსებულ მცირე " უბე " ეზოსთან დაკავშირება

შენობას ჩრდილოეთით აქვს გახსნილი ხედი და სათანადოდ მთავარი ფასადი ამ მხარესაა. აღმოსავლეთით მას ქუჩა-კიბე ყოფს გვერდითი სახლისაგან, დასავლეთიდან შენობაა ზედ მიშენებული ისე, როგორც სამხრეთიდან, თუმცა აქეთკენ იხსნება მეზონინის ერთი მხარე და მაღალი მდებარეობის გამო უბნის ზედა ნაწილი ექცევა ხედვის არეში

9. ფიზიკური მდგომარეობა - III კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია