შენობა N 25

 

1. მისამართი - გომის ქუჩა N5/12

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი

ბ) რეკომენდებული

3. მნიშვნელობა – გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია – განვითარებული გეგმარება

6. სართულიანობა - სამსართულიანი, სარდაფით

7. ზოგადი თარიღი - XIX ს.-ის I ნახ.

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

შენობა აგებულია ასკანის ქუჩის მკვეთრად დამრეცი ზედა მონაკვეთისა და გომის ქუჩის აღმართის შეერთების ადგილზე, ირეგულარული მიწის ნაკვეთზე. შენობის გაბარიტები ემთხვევა ნაკვეთის მოყვანილობას და ქუჩების კიდემდე მიდის. ეს ადგილი ორი ქუჩის კუთხესთან საკმაოდ მაღალ წერტილშია მთის ფერდის და უბნის ერთერთი კარგად აღსაქმელი მოცულობაა ქალაქის მრავალი წერტილიდან.

შენობა ამაღლებულ რელიეფს აგვირგვინებს უბნის ზედა ნაწილში. მისი აივნებიდან და სარკმლებიდან იშლება ფართო ხედი აღმოსავლეთით და დასავლეთით, სამხრეთით ის უბნის ზედა ნაწილს და სოლოლაკის ქედს გაყურებს. ჩრდილოეთით, წინ მდგომი სახლებისგან ვიწრო ეზო აშორებს.

9. ფიზიკური მდგომარეობა – II კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია