შენობა N 28 /29

 

1. მისამართი - ასკანის IV ჩიხი N 3 და N 3ა

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური

ბ) რეკომენდებული

3. მნიშვნელობა - ურბანული და მხატვრული ღირებულების ნაგებობები

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია - პატარა სახლი – მარტივი ანფილადი; დიდი სახლის I სართული – მარტივი ანფილადი, II სართული – ორმაგი ანფილადი

6. სართულიანობა - ათეშგის გვერდით მდგარი შენობა ორსართულიანია, ეზოს სიღრმეში მდგარი შენობა ორსართულიანია სარდაფის მცირე სათავსით; ორივე შენობის წინ, მიწის საფარს ქვეშ დაცულია ძველი, აგურის კამარიანი სარდაფის სათავსი.

7. ზოგადი თარიღი - ეზოს საფარს ქვეშ დაცული სარდაფი XVIII საუკუნითაა დათარიღებული, ათეშგის გვერდით მდგარი შენობა შეიცავს XVIII ს-ის ნაწილს, ამავე შენობის დანარჩენი ნაწილი და სიღრმეში მდგარი დიდი შენობა XIX ს-ის II ნახ.-ისაა.

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

ნაგებობები განლაგებულია მოსწორებულ ბაქანზე, დიდი სახლის სამხრეთი კედელი I სართულზე კლდესაა მიბჯენილი, ხოლო მეორე სართულზე კლდის ფერდსა და კედელს შორის მანძილი ჩნდება.

მცირე საცხოვრებელი ჩრდილოეთით ათეშგას ებჯინება, უკანა კედლით მეზობელ, გომის ჩიხი I N3 (32) სახლს, სამხრეთით კლდეა, ხოლო ფასადი მიქცეული აქვს დასავლეთით.

9. ფიზიკური მდგომარეობა - ნაგებობა N 29 – IV კატეგორია; N 28 – I კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია