შენობა N 36

 

1. მისამართი - გომის ქუჩა N2

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური

ბ) რეკომენდებული ძეგლის ნიშნის მქონე (განხილულია ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მიერ)

3. მნიშვნელობა – გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია – განვითარებული გეგმარება

6. სართულიანობა - დიდი ნაგებობა - სამი სართული სარდაფით

მცირე ნაგებობა - ორი სართული სარდაფით

7. ზოგადი თარიღი - XIX საუკუნის II ნახევარი

8.შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

სახლი დგას გომის ქუჩასა და ბეთლემის II ჩიხს შორის შექმნილ, მკვეთრად მახვილკუთხა სამკუთხედის ფორმის მიწის ნაკვეთზე. მისი ორივე ბლოკი დგას რთულ, არაერთგვაროვან რელიეფზე და უკანა კედლით მიბჯენილია კლდეზე

სახლის ფასადი ორიენტირებულია ჩრდილოეთით და ზედა სართულების წინ იხსნება შორი ხედი. სახლის შემადგენელი ორი ბლოკის ერთმანეთისკენ მიმართული გვერდითი მხარეები გამოდის საერთო ეზოში. ძირითადი შენობის აღმოსავლეთის ფასადი გადის ბეთლემის II ჩიხისკენ, სამხრეთის მხარე კი ჩაკეტილია - მთლიანად ეკვრის შვეული კლდის მასივს.

9. ფიზიკური მდგომარეობა - IV კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია