შენობა N 37

 

1. მისამართი - გომის ქუჩა N7

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური - ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლი

ბ) რეკომენდებული

3. მნიშვნელობა – გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია - არატიპიური (ერთბინიანი ორსართულიანი სახლი სადარბაზოთი), გართულებული

6. სართულიანობა - ორი სართული

7. ზოგადი თარიღი - XIX ს-ის 60-იანი წწ.

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

სახლს უკავია საკვანძო მდებარეობა გომის ქუჩის დასაწყისსა და ბეთლემის II ჩიხს შორის. ტერიტორია მკვეთრად დამრეცია და ირეგულარული, კუთხეჩამოჭრილ მართკუთხედთან მიახლოებული

სახლი ორიენტირებულია ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით, სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხარეს ყრუ კედლებით ებჯინება მეზობელ სახლებს

9. ფიზიკური მდგომარეობა - II კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია