შენობა N 38

 

1. მისამართი ბეთლემის ქუჩა N7

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური

ბ) რეკომენდებული - ძეგლის ნიშნის მქონე (განხილულია ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მიერ)

3. მნიშვნელობა - გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია - მარტივი ანფილადი

6. სართულიანობა - სამი სართული სარდაფის ჩათვლით

7. ზოგადი თარიღი - XVII საუკუნის სათავსი I სართულზე, სახლი  XIX  საუკუნის შუაწლების

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

სახლი უკანა კედლით მიბჯენილია ნიადაგს, ვითარდება ტერასის გასწვრივ და ორ დონეზე აქვს შესასვლელები - ქვედა ორ სართულს ბეთლემის ქუჩიდან, ხოლო მესამე სართულს ასკანის II შესახვევიდან.

შენობა ფრონტალურადაა მიმართული ჩრდილო-აღმოსავლეთით და სართულების მიხედვით სიმაღლის მატებასთან ერთად შორი ჰორიზონტი იხსნება. გვერდითი კედლები ყრუა და მჭიდროდ ებჯინება მეზობელ სახლებს, ხოლო უკანა კედელი, რომელიც მხოლოდ მესამე სართულზე ამოდის მიწის ზემოთ, ასკანის ჩიხისკენაა გახსნილი

9. ფიზიკური მდგომარეობა - V კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია