შენობა N 40

 

1. მისამართი - ქვემო გომის ჩიხი N6

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური

ბ) რეკომენდებული - ძეგლის ნიშნის მქონე (განხილულია ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მიერ)

3. მნიშვნელობა - ურბანული და მხატვრული ღირებულების მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია - განვითარებული (მრავალბინიანი, კორიდორული სისტემის სადარბაზოიანი სახლი)

6. სართულიანობა - ორი საცხოვრებელი სართული, ქვედა სამეურნეო სართულით

7. ზოგადი თარიღი - სარდაფი და მრგვალი სათავსი ტერასის საყრდენ კედელში სავარაუდოდ XVII-XVIII სს., სახლი - XIX-XX სს.-ის მიჯნა

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

სახლი მდებარეობს მოსწორებულ, ოდნავ დამრეც ბაქანზე, წინ დიდი ეზო აქვს, ხოლო უკან, ტერასის საყრდენ კედელსა და შენობას შორის ვიწრო გასასვლელი რჩება

შენობა ორიენტირებულია ჩრდილოეთით და წინ გახსნილი ხედი აქვს; აღმოსავლეთით უშუალოდ ებჯინება მეზობელ სახლს, დასავლეთით მცირე, ჩაკეტილი ეზოსკენ აქვს გახსნილი ღიობები, სამხრეთით ზედა სართულების წინ იხსნება ხედი ზედა ტერასისკენ - ასკანის II შესახვევისკენ

9. ფიზიკური მდგომარეობა - III კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია