შენობა N 5

 

1. მისამართი - ბეთლემის აღმართი N8

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური - ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლი

ბ) რეკომენდებული

3. მნიშვნელობა – გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია – მარტივი ანფილადი, ნახტომისებური ვერტიკალური გეგმარებით

6. სართულიანობა - სამსართულიანი, ქვედა სამეურნეო სართულის ჩათვლით

7. ზოგადი თარიღი - XIX ს-ის 30-იანი წ.წ.

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია:

ნაგებობა მდებარეობს მკვეთრად დამრეც კლდოვან ფერდზე. ამის გამო სახლის ქვედა ორი სართულის ზურგის მხარე მიწაშია მოქცეული; მხოლოდ III სართულის უკანა კედელი ამოდის ოთხივე მხრიდან მიწის ზემოთ.

შენობას უშუალოდ ესაზღვრება ბეთლემის ქუჩა-კიბე, რომლის სხვადასხვა დონეზე მოწყობილი ბაქნებიდან ხდება დაკავშირება ქვედა ორ სართულთან, ხოლო III სართულს, კიბის მარშის ერთი მონაკვეთის დამთავრების შემდეგ, სწორად განვითარებული ვიწრო შუკა უკავშირდება.

სახლი ორიენტირებულია ჩრდილოეთით და გადაყურებს მთელ ქალაქს. გვერდითი ფასადები მიმართულია აღმოსავლეთით, ასევე შორი ხედებისკენ და დასავლეთით, საითაც კიბის სიგანე და ორიოდე მეტრი აშორებს ბეთლემის ქვედა ეკლესიის საკურთხევლის აბსიდისგან. უკანა ფასადი მიმართულია სამხრეთით. მის გასწვრივ გადის აღნიშნული ვიწრო შუკა.

9. ფიზიკური მდგომარეობა - II კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია