შენობა N 8

 

1. მისამართი - ბეთლემის აღმართი N5

2. სტატუსი:

ა) ოფიციალური

ბ) რეკომენდებული - ძეგლის ნიშნის მქონე (განხილულია ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს მიერ)

3. მნიშვნელობა – გამორჩეული მხატვრულ-ისტორიული ღირებულების მქონე

4. ფუნქცია - საცხოვრებელი

5. ტიპოლოგია – კოშკური საცხოვრებლის ტიპი, ნახტომისებური ვერტიკალური გეგმარებით, II სართულზე მარტივი ანფილადით

6. სართულიანობა - ორსართულიანი

7. ზოგადი თარიღი - XIX საუკუნის I ნახევარი, XVIII ს.-ის სარდაფი

8. შენობის რელიეფზე განთავსება და ორიენტაცია

სახლი დაშენებულია კლდის მასივზე, რომელსაც მკვეთრად დამრეცი პროფილი აქვს. ამის გამო მისი სართულების ფართი განსხვავებულია. ამავე მიზეზით შენობას ფასადის მხრიდან, I სართულამდე, მაღალი საყრდენი კედელი აქვს.

სახლის მთავარი ფასადი ორიენტირებულია ჩრდილოეთით და მაღალი მდებარეობის გამო ხედვის არეში იქცევს ქვემოთ გაშლილ ქალაქს გვერდითი ფასადები მიმართულია აღმოსავლეთით და დასავლეთით

9. ფიზიკური მდგომარეობა - II კატეგორია

 

დასაცავი ფასეულობანი და კონსერვაციული მიდგომა

საინჟინრო-ტექნიკური შეფასება

ანაზომი

ფოტო დოკუმენტაცია