VI. უბნის ინფრასტრუქტურა და ტექნიკური მაჩვენებლები

VI.1. უბნის ფუნქცია და საზოგადოებრივი მომსახურების სტრუქტურა

ბეთლემის უბანი, ძირითადად, საკულტო დანიშნულების ობიექტებით არის გაჯერებული და საცხოვრებელი ნაგებობების ერთობლიობას წარმოადგენს (გეგმა 24). ამგვარად, უბნის წამყვან ფუნქციებს შორის გამოიყოფა საკულტო და საცხოვრებელი, რაც, თავისთავად, აისახება უბანში საკუთრების ფორმებზე, უმეტესობა ნაგეგბობესია კერძო მფლობელობაშია, ხოლო ეკლესიები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია (გეგმა 25).

საზოგადოებრივი მომსახურების სტრუქტურა უბანში სრულიად განუვითარებელია. ამ თვალსაზრისით, მაგისტრალური ქუჩა (ლ. ასათიანის ქუჩა) მინიმალურადაა გაჯერებული საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებით; მის იმ მონაკვეთზე, რომელიც ესაზღვრება ბეთლემის უბანს განთავსებულია ერთი ოფისი (ლ. ასათიანის ქ. N2), სილამაზის სალონი და მაღაზია (იერუსალიმის ქ. N1), პურის და სასურსათო მაღაზიები (ესენია: ლ. ასათიანის ქ. N8 და N12/2), ხოლო ორიოდე ობიექტი ლ. ასათაინის ქუჩის მეორე მხარესაა განლაგებული. თვით ბეთლემის უბნის ტერიტორიაზე, გარდა წვრილმანი საქონლის ჯიხურისა, საზოგადოებრივი დანიშნულების არავითარი ობიექტი არ არსებობს. ბეთლემის უბნის მოსახლეობის 2000 წ.-ს, ამავე ჯგუფის მიერ ჩატარებული სოციალურ-ქალაქმშენებლობითი გამოკვლევის/18/ პროცესში გამოვლინდა, რომ სამრეწველო, სასურსათო მაღაზიების, კვების ან სხვა საჭირო ობიექტების მოსანახულებლად, ან უბრალოდ გასასეირნებლად, მოსახლეობის ყოველდღიური მარშრუტების ძირითად ნუსხაში შედის: პურის მოედანი, თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, ლესელიძის და ასათიანის ქუჩები.

მწვავე დეფიციტს პირველადი მომსახურების ობიექტების მიმართ მოსახლეობა არ განიცდის. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, უბნის არეალში არსებული მომსახურების ობიექტების ნომენკლატურა და რაოდენობა ამ ეტაპზე საკმარისია.

იმ ობიექტების და დაწესებულებების ნუსხაში, რომლის ნაკლებობას მაინც განიცდის მოსახლება, დასახელდა: სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებები, აფთიაქი, კულტურული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები; საბავშვო-გასართობი ობიექტები; სათამაშო მოედნები; ბაღები და სკვერები; მანქანის გასაჩერებელი ადგილები. მოსახლეობის მოთხოვნილების გათვალისწინება საჭირო იქნება უბნის კონსერვაციის პროექტის ფარგლებში.

VI.2. ბეთლემის უბნის საგზაო-სატრანსპორტო საკითხები

უბნის ტერიტორიაზე არსებული ქუჩათა ქსელის გზის საფარი ამჟამად ცუდ მდგომარეობაში. საჭიროა დაზიანებული საფარის, დაშლილი კიბეების აღდგენა-გამაგრება და სხვა სარეაბილიტაციო სამუშოაების ჩატარება. გადაუდებელია ასკანის III ჩიხის გზის რეკონსტრუქცია. უბნის შიდა კომუნიკაციების გაუმჯობესება-განვითარება კლდისუბნისთვის დამახასიათებელი ტრაციისამებრ შესაძლებელია სქემაზე მოყვანილი მიმართულებების გათვალისწინებით (გეგმა 56). აუცილებელია აღდგეს კავშირი ბეთლემის უბანსა და ბოტანიკურ ბაღს შორის.

უბანში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გასაჩერებელი ადგილების დეფიციტის დაძლევა თავისუფალი ტერიტორიების სიმცირის გამო, უბნის ფარგლებში ძნელად მისაღწევია. პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები უბნის გარეთ არეალში უნდა მოიძებნოს.

უბნის განვითარების დაგეგმვისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას უბნის შიგნით ტრანსპორტის და, განსაკუთრებით, მძიმე სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირება და, ალბათ, გარკვეულწილად შეზღუდვაც.

VI.3. ბეთლემის უბნის კეთილმოწყობის საკითხები (გამწვანება, ელექტო-განათება, სანიტარული მომსახურება)

ბეთლემის უბანი გამწვანების თვალსაზრისით შეიძლება შეფასდეს, როგორც შედარებით მწირი მწვანე საფარის მქონე ტერიტორია. ეს გამოწვეულია, ძირითადად, კლდოვანი გრუნტის არსებობით და თავისუფალი ტერიტორიების სიმცირით. მოსახლეობის სურვილები სკვერების შექმნის შესახებ, შეიძლება დაკმაყოფილდეს სპეციალური ღ ღონისძიებების ჩატარების გზით, უბანში საგანგებოდ გამონთავისუფლებულ ტერიტორიებზე. ამისთვის გარკვეული რეზერვები უბანს გააჩნია (მაგ., ასკანის III ჩიხის მიმდებარე მიწის ნაკვეთები) (გეგმა 26).

ელექტრო განათების მხრივ, უბანს აგრეთვე ესაჭიროება სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. უბანში განლაგებულია ძველი ხის ბოძები. მათ გვერდით, რიგ შემთხვევაში, დამონტაჟებულია ლითონის ახალი ბოძები, რომლებიც არ არის ამჟამად ჩართული ქსელში და არ ფუნქციონირებს. ეს კომპონენტიც უნდა გათვალისწინებულ იქნას უბნის რევიტალიზაციის პროექტში (გეგმა 26).

სანიტარული მომსახურეობა უბანში ძალიან დაბალ დონეზეა ორგანიზებული. ნაგვის ორიოდე კონტეინერს შორის, ერთი, განლაგებულია ბეთლემის ქუჩის დასაწყისში, ხოლო მეორე, მიმდებარე ტარიტორიაზე, კერძოდ კი, ლ. ასათიანის და ახოსპირელის ქუჩის გადაკვეთაზე. ასეთი მოუხერხებელი განლაგების გამო, ნაგვის გადაყრა ხდება უსისტემოდ, კერძოდ კი, ბეთლემის და გომის ქუჩის გადაკვეთაზე და ბეთლემის კიბის კუთხეში. საჭიროა, ამ ადგილებში, ან მოსახლეობისთივს უფრო მოსახერხებელ სხვა ადგილას, კონტეინერების განთავსება და უბნის სანიტარული მომსახურების მოწესრიგება.

მიუხედავად იმისა, რომ ბეთლემის უბანში 8 ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია, აქედან 4 საკულტო, გარდა ამისა, უბანში თავმოყრილია ქრესტომათიული მნიშვნელობის "თბილისური" სახლები, არც უბნის მისასვლელებთან და არც უბანში არ არის არც ერთი გზის მაჩვენებელი ნიშანი, საკულტო და საერო ძეგლებთან არ არის საინფორმაციო დაფები, რომ არაფერი ვთაქვათ იმაზე, რომ უბანში (ისევე, როგორც საერთოდ თბილისის ისტორიულ ნაწილში) არ არსებობს საინფორმაციო ცენრტი.

უბნის განვითარების დაგეგმვისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას, ისტორიული გარემოს პრეზენტაციისთვის საჭირო მცირე არქიტექტურული ფორმების დამუშავება, როგორიცაა: ქუჩის განათება, სკამები, გზის მაჩვენებლები, საინფორმაციო დაფები და ა.შ.

VI.4. უბნის წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები

საპროექტო არეალი ხასიათდება რთული რელიეფით და მდებარეობს საკმაოდ დიდი ქანობის 6.0-15.0%% ფერდზე, რამაც გამოიწვია უბნის ტერასული განვითარება. ამას გარდა, როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ძველ ქალაქში, საპროექტო არეალში არსებული ვიწრო ქუჩების ქსელმა გამოიწვია, თავის დროზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების ქაოტური მშენებლობა. იმის გამო, რომ ყველა კომუნიკაცია არ ეტეოდა გზის სავალი ნაწილის ფარგლებში, ბევრი მათგანი (გაზი, წყალსადენი და ა.შ.) გატანილ იქნა ჰაერში, სადაც მოსახლეობის მიერ, თვითნებურად ხდებოდა მათი დუბლირება. წყალსადენის გარეთ გატანა, ან მიწის ზედაპირთან ახლო ჩაწყობა, იწვევდა მილების დაზიანებას ყინვის დროს. უბნის დათვალიერებისას შესამჩნევია, რომ დიდი რაოდენობის ახალი და ძველი მილსადენები, განურჩევლად მათი სიახლის თუ სიძველის,ა მოწყობილია ყოველგვარი ნორმების დარღვევით.

უნდა აღინიშნოს, რომ ბეთლემის უბანში არ არსებობს დამოუკიდებელი სანიაღვრე ქსელი.

რამდენიმე წვიმმიმღები ჭა და ეზოს ტრაპები ჩართულია საკანალიზაციო ქსელში. ბეთლემის და გომის ქუჩების გარდა, გზებზე თითქმის არ არის ქუჩის საფარი ასფალტის ან ქვაფენილის სახით. ტერასებთან მომიჯნავე სახლების კედლები მიწაშია იზოლაციის და შემონაკირწყლების გარეშე. ეს მომენტი მიწისქვეშა წყლების გარდა, ისედაც აზიანებს შენობება-ნაგებობების ფუნდამენტებს და ქმნის გაწყლიანების მრავალ კერას, ძირითადად, ვეგეტაციის პერიოდში.

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, გარკვეული მიზეზების გამო, არ ხორციელდებოდა მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალური შეკეთება, რამაც უფრო გაამწვავა ისედაც მძიმე მდგომარეობა.

შენობების რეკონსტრუქციამდე უნდა მოხდეს ძირითადი წყალმატარებელი კომუნიკაციების შესწავლა, გამოცდა, და საჭირო შემთხვევაში, აღნიშნული ქსელების სრული რეაბილიტაცია. სასურველია, რომ საკანალიზაციო ქსელის მშენებლობასთან ერთად განხორციელდეს სანიაღვრე სისტემის მოწყობა.

უბანში მაცხოვრებელთა რაოდენობა დიდი არ არის. ამიტომ ტექნოლოგიურად საკანალიზაციო მილების დიამეტრი შეიძლება სამი ძირითადი მიმართულებით განისაზღვროს: ბეთლემის ქუჩით, გომის ქუჩით და კიბე-ქუჩების გავლით (სქემაზე ობიექტები 21; 22; 19; 42 და 5; 1) ჩაირთვება ასათიანის ქ-ზე მდებარე d=600 მმ. შერეულ საკანალიზაციო კოლექტორში.

მილების მასალად შემოთავაზებულია პლასტმასი. მშენებლობის სირთულის პირობებიდან გამომდინარე, გამოყენებულ უნდა იქნას პოლიეთილენის, პოლიპროპილენის პ.ვ.ქ. მილები.

საპროექტო სანიაღვრე სისტემა უნდა დაითვალოს მილების დიამეტრების დასადგენად.

კვარტლის წყალშემკრები იყოფა ორ უბნად, სადაც პირველი წარმოადგენს ფერდობს ახალგაზრდულ ხეივანსა და განაშენიანებას შორის F=2.23ჰა., ხოლო მეორე თვითონ განაშენიანების ტერიტორია რომლის ფართობი შეადგენს F=4.00 ჰა -ს.

წვიმის წყლის ხარჯი Q განისაზღვრება ზღვრული ინტენსიურობის მეთოდით:

z – ჩამონადენი უბნის ზედაპირის დამახასიეთებელი კოეფიციენტი. ქალაქის პირობებში=0.11; გამწვანებაში z=0.09; საშუალო პირობებში z=0.10

n – საანგარიშო ინტენსიურობის ერთჯერადი გადავსების პერიოდზე დამოკიდებული ხარისხის მაჩვენებელი. n=0.63

F – ჩამონადენის ფართობი. ჰა.

t – წვიმის საანგარიშო ხანგრძლივობა.

პარამეტრი A.

q20 – წვიმის ინტენსიურობა ლ/წმ. 1 ჰა-ზე . q20=100ლ/ წმ. 1 ჰა-ზე 20 წუთიან წვიმის ხანგრძლივობაზე.

m – წვიმების საშუალო რაოდენობა წელიწადში. m=90

P – საანგარიშო ინტენსიურობის ერთჯერადი გადამეტების პერიოდი. თანამედროვე ევროსტანდარტების თანახმად p=50 წელი.

γ – ხარისხის მაჩვენებელი γ=1.33.

საანგარიშო ხარჯი: Q=Qr·β

β – კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ქსელის თავისუფალი ტევადობის შევსებას, წნევიანი რეჟიმის წარმოშობის მომენტში და დამოკიდებულია ადგილმდებარეობის ქანობზე და მონაკვეთების რაოდენობაზე კოლექტორში. β=0.9

A=100·200.63·(1+lg50/lg90)1.33=1516.7

Qr=0.09·1516.71.2·2.23/50.656=1317.12/2.87=458.96

Q=458.96·0.9=413.06ლ/წმ.

იმის გამო, რომ ძირითადი ნაკადი იყოფა სამ ნაწილად ყოველ უბანზე ჩამოვა 138ლ/წმ. d=300მმ. მილსადენი და სრულიად უზრუნველყოფს ამ ხარჯის გამტარუნარიანობას.

რაც შეეხება ქვედა აუზს, შესაბამისად:

Qr=0.10·1516.71.2·6.23/80.656=4088.53/3.91=1045.66

Q=1045.66·0.9=941.09ლ/წმ.

ქვედა უბანში ნიაღვრის ნაკადი იყოფა ორ ნაწილად, ყოველ მონაკვეთზე მოხდება 470 ლ/წმ. რის გასატარებლადაც საჭიროა d=400მმ. მილსადენი ქანობზე i=0.06.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიაღვრის ნაკადი ზეგავლენას ახდენს ქვედა ბიებფის ქუჩების სავალ ნაწილზე. ამას გარდა, წვიმის დროს ძალიან იტბორება უბანში არსებული კიბეები, რაც პრობლემებს უქმნის მოსახლეობას.

მყარი ნალექის ასაცილებლად მოსახლეობის და ფერდოს საზღვარზე მოსაწყობია ბარაჟი (დამცავი კედლის სისტემა), რომელიც წვიმის დროს დაიჭერს მთის ფერდობის ნაშალს. ამ კედლის მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს ახალგაზრდული ხეივნის მხრიდან, საიდანაც შეიძლება სამშენებლო მასალის მიწოდება. (სქემა-1, სქემა-2)

საპროექტო არეალის სანიაღვრე ქსელი ჩაირთვება საკანალიზაციო კოლექტორში ლადო ასათიანის ქუჩაზე.

ბეთლემის უბნის წყალმომარაგება ხორციელდება თბილისის II ზონის წყალსადენის ქსელიდან. პროექტში მოყვანილია უბნის წყალმომარაგების სქემა, სადაც დატანილია დარგოლებული სისტემა. ქსელისთვის ყოველ 100მ. მონაკვეთზე გათვალისწინებული უნდა იყოს სახანძრო ჰიდრანტების მოწყობა, ასევე კვანძებში და საცხოვრებელ სახლებში წყალმზომების განთავსება და შემყვანების განახლება.

არსებული წყალსადენის ქსელი მოძველებულია და თითქმის მთლიანად ამორტიზირებულია, საჭიროა ჩატარდეს დიაგნოსტიკური კვლევა და დადგინდეს ქსელის მონაკვეთები, სადაც შესაძლებელია გაკეთდეს მილების სანაცია, სამშენებლო ღირებულების შემცირების მიზნით. ახალ სისტემაში უპირატესობა უნდა მიეცეს პლასტმასის მილებს, ვინაიდან მათ ახასიათებს ნაკლები დანაკარგი წნევაში, საექსპლუატაციო ხანგრძლივობა მინიმუმ 50 წელია. პლატმასს არ სჭირდება ანტიკოროზიული ღონისძიებები, იგი მსუბუქია და არ მოითხოვს დიდი რაოდენობის მძიმე სამშენებლო ტექნიკის გამოყენებას. ბეთლემის უბნის სპეციფიკიდან გამომდინარე (ძლიერი ქანობები, ვიწრო ქუჩები, კიბე-ქუჩები), მილების შერჩევისას მიზანშეწონილია, პლასტმასის მასალისთვის უპირატესობის მინიჭება.

მილების დიამეტრები, სიგრძე და სამშენებლო ღირებულებები მოყვანილია ტაბულაში.

4.1. ტექნიკურ-ეკონომიური მაჩვენებლები

სანიაღვრე

დიამეტრი დ მმ.

მასალა

სიგრძე L გ.მ.

ღირებულება ლარი

300

პლასტმასა

343

30870

400

პლასტმასა

132

1650

ბარაჟი

ბეტონი

350

4480

 

სულ

37000

კანალიზაცია

დიამეტრი d მმ.

მასალა

სიგრძე L გ.მ.

ღირებულება ლარი

200

პლასტმასა

547

38200

 

სულ

38200

წყალსადენი

დიამეტრი d მმ.

მასალა

სიგრძე L გ.მ.

ღირებულება ლარი

50

პლასტმასა

75

5250

80

პლასტმასა

130

13000

110

პლასტმასა

347

45110

160

პლასტმასა

120

16560

 

სულ

79920

საერთო ღირებულება: 155120 ლარი.

გაანგარიშებაში შეტანილია მხოლოდ შიდაკვარტალური მაგისტრალური ხაზები.

4.2. პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოები

სქემა-3 -ზე:“წყალმატარებელი კომუნიკაციების გეგმაზე – არსებული სიტუაცია” აღნიშნულია სასწრაფოდ შესაკეთებელი უბანი, პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოს ადგილი. ობიექტების 2; 14-ის მიმდებარე (ლ. ასათიანის 8) ეზოში არსებული საკანალიზაციო ჭა მუშაობს წნევიან რეჟიმში, რაც დაუშვებელია თვითდენით სისტემაში. თვით საკანალიზაციო ხაზი, ყოველგვარი ნორმების დარღვევით, გადის შენობის ქვეშ და უერთდება კოლექტორს ლ. ასათიანის ქუჩაზე. აღნიშნული გარემოება უარყოფითად მოქმედებს მიმდებარე შენობებზე და იწვევს მათი კონსტრუქციების დაზიანებას. ამიტომ, პირველ რიგში, შესაკეთებელია ეზოს შიდა საკანალიზაციო ქსელი; თუ ვერ განხორციელდა აღნიშნული ჭიდან ფანური წყლების გადართვა ბეთლემის ქ.-ის საკანალიზაციო ქსელში, სისტემა უნდა იქნას აღდგენილი ძველი მიმართულებით. ამ შემთხვევაში, შემკრები საკანალიზაციო მილდენი უნდა გატარდეს გარცმის მილში – ჭიდან ჭამდე.

სქემა-4 “წყალმატარებელი კომუნიკაციების გეგმაზე – საპროექტო გადაწყვეტილება”

სქემა-5 “მიწისქვეშა კომუნიკაციების განლაგება და წვიმმიმღები ჭების დაყენების სქემები”

სქემა-6 “გზის სავალი ნაწილის სამოსის მოწყობა”

VI.5. ბეთლემის უბნის განაშენიანების ტექნიკური მაჩვენებლები

საკვლევი უბნის საერთო ფართი შეადგენს 2,4 ჰა-ს (23,714 მ2), სამოსახლო ნაკვეთებით დაკავებული ტერიტორია შეადგენს 13,125 მ2, რაც უბნის ტერიტორიის 55% წარმოადგენს; მათ შორის, განაშენიანებით დაკავებული ტერიტორია შეადგენს 9,318 მ2, ანუ უბის 39%.

უბნის ტერიტორიაზე განლაგებულია 41 საცხოვრებებლი სახლი (ამ რიცხვში არ შედის ათეშგა, რომელიც ამჟამად მიერთებულია საცხოვრებელ სახლთან და მასში ბაღჩაა გამართული). სახლების საერთო რაოდენობიდან 9 სახლი 1 სართულიანია, რაც შენობების 22% შეადგენს; 25 სახლი – 2 სართულიანია, ანუ 61%, ხოლო 7 სახლი – 3 სართულიანია, რაც, შესაბამისად, სახლების მთლიანი რაოდენობის 17 %  წარმოადგენს.

მიწის ნაკვეთია განაშენიანების კოეფიციენტი კ-1/19/ და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2/20/ ბეთლემის უბნის ტერიტორიაზე შემდეგი მაჩვენებლებით ხასიათდება:

ბეთლემის უბანში განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 საკმაოდ მაღალია (იხ. ცხრილი და გეგმა 27, 28). მისი მაჩვენებელი მერყეობს 0,6-დან 0.9-1-მდე. ეს ნიშნავს, რომ ცალკეული ნაკვეთის ტერიტორიის 60%-დან, თითიქმის 100%-მდე განაშენიანებულია.

ბეთლემის უბნის განაშენიანების ტექნიკური მაჩვენებლები

ნომერი

ტერიტორია

განაშენიანების

ფართი

დამხმარე

ეზო

ძირითადი

ნაგებობა

 კ - 1

სართულიანობა

კ - 2

შენიშვნა

მინაშენი

საინჟინრო

1

554.00

485.00

19.00

 

69.00

466.00

0.88

3

2.6

 

2

455.00

386.60

7.16

 

68.40

379.44

0.85

2

1.7

 

3

71.43

71.43

 

 

0.00

71.43

1.00

1

1.0

 

4

212.84

167.29

23.42

 

45.55

143.87

0.79

2

1.6

 

5

253.77

208.00

15.53

 

45.77

192.47

0.82

2

1.6

 

6

763.53

563.71

49.65

 

199.82

514.06

0.74

2

1.5

 

7

166.50

42.63

 

 

123.87

42.63

0.26

1

0.3

 

8

212.66

169.27

 

 

43.39

169.27

0.80

2

1.6

 

9

161.94

99.19

 

 

62.75

99.19

0.61

1

0.6

 

10

242.11

176.78

 

 

65.33

176.78

0.73

2

1.5

 

11

231.00

188.00

2.40

 

43.00

185.60

0.81

2

1.6

 

12

724.00

258.50

36.50

 

465.50

222.00

0.36

2

 

ამჟამად მიტაცებული ტერიტორიით

12

456.50

258.50

36.50

 

198.00

222.00

0.57

2

1.1

 

13

393.00

294.00

30.50

 

99.00

263.50

0.75

3

2.2

 

14

205.50

148.50

10.70

 

57.00

137.80

0.72

2

1.5

 

15

320.00

209.00

44.50

 

111.00

164.50

0.65

2

1.3

 

16

205.70

148.00

11.60

 

57.70

136.40

0.72

3

2.2

 

17

160.70

140.00

 

 

20.70

140.00

0.87

2

1.7

 

18

266.60

175.00

80.70

 

91.60

94.30

0.66

2

1.3

 

19

191.50

165.00

 

 

26.50

165.00

0.86

2

1.7

 

20

233.50

214.00

10.30

 

19.50

203.70

0.92

3

2.7

 

21

275.00

236.30

21.40

 

38.70

214.90

0.86

3

2.6

 

22

187.40

177.60

12.70

 

9.80

164.90

0.95

2

1.9

 

23

202.40

161.40

 

 

41.00

161.40

0.80

1

0.8

 

24

447.30

363.20

41.50

 

84.10

321.70

0.81

2

1.6

 

25

190.50

155.30

4.44

9.90

35.20

140.96

0.82

3

2.4

ტერიტორია მხოლოდ მისი ეზოთი

25

259.70

155.30

4.44

9.90

104.40

140.96

0.60

3

 

ტერიტორია მისი + საზიარო ეზოთი

26

184.30

148.00

 

 

36.30

148.00

0.80

2

1.6

 

27

163.00

132.60

10.00

 

30.40

122.60

0.81

2

1.6

 

28

290.50

162.70

24.20

 

127.80

138.50

0.56

2

1.1

 

29

136.20

108.40

 

 

27.80

108.40

0.80

1

0.8

 

30

58.30

58.30

 

 

0.00

58.30

1.00

 

1.0

ათეშგა - არქეოლოგიური ძეგლი

31

167.70

90.90

 

 

76.80

90.90

0.54

1

0.5

 

32

185.80

130.90

 

 

54.90

130.90

0.70

2

1.4

 

33

128.30

113.60

15.00

 

14.70

98.60

0.89

1

0.9

 

34

413.70

272.20

15.40

 

141.50

256.80

0.66

2

1.3

 

35

319.00

63.50

32.10

 

255.50

31.40

0.20

1

0.2

 

36

456.80

401.40

 

 

55.40

401.40

0.88

3

2.6

 

37

145.80

123.00

 

 

22.80

123.00

0.84

2

1.7

 

38

306.30

243.40

6.50

 

62.90

236.90

0.79

2

1.6

 

39

151.00

 

 

 

 

 

 

1

 

დანგრეულია

40

665.00

393.00

62.50

 

272.00

330.50

0.59

2

1.2

 

41

222.90

165.30

6.00

 

57.60

159.30

0.74

2

1.5

115.30 არის ნაგებობა, 50.00 არის ნანგრევი

42

950.50

626.00

23.00

27.70

324.50

575.30

0.66

2

1.3

 

a

414.60

243.70

 

 

170.90

 

0.59

 

 

ქვემო ბეთლემის ეკლ.

b

395.00

395.00

 

 

0.00

395.00

1.00

 

 

ზემო ბეთლემის ეკლ.

c

43.30

43.30

 

 

0.00

43.30

1.00

 

 

ზემო ბეთლემის სატრაპეზო

I უბნის საერთო ფართი                               23,714.00

II ასათიანის ქ. მიმდებარე ტერ.                 4,018.00

III ახალმშენემლობის ტერ.                          1,771.00

(განაშენიანების ფართი 9 სართული)       979.00

განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 ერთნაირად მაღალია როგორც 1 სართულიანი სახლების, ისე 2-3 სართულიანი სახლების შემთხვევაში. აქ დიფერენციაცია არ ვლინდება. ასე, მაგ., 1 სართულიანი 6 შენობიდან, თითო წყვილი შენობის მაჩვენებელია, შესაბამისად, კ-1=0,6; 0,8; 0,9-1.

2 სართულიანი სახლების შემთხვევაში, 25 სახლიდან, 3 სახლის მაჩვენებელია კ-1=0,6; 10 სახლის მაჩვენებელი – კ-1=0,7; 9 სახლის კ-1=0,8, ხოლო დანარჩენი 3 სახლის – კ-1=0,9-1.

3 სართულიან 9 სალხს შორის 1 სახლია კ-1=0,7 მაჩვენებლით; 2 სახლი – კ-1=0,8 მაჩვენებლით, ხოლო 4 სახლი – კ-1=0,9 მაჩვენებლით.

აქედან გამომდინარე, ეზოსთვის და, შესაბამისად, გამწვანებისთვის დარჩენილი ტერიტორია ძალზე ცოტაა. ამრიგად, უბანი ხასიათდება მჭიდრო განაშენიანებით.

ანალიზისთვის შეიძლება მოყვანილ იქნას ქალაქის ამ ზონისთვის რეგლამენტის თანახმად რეკომენდირებული პარამეტრები. ამ შემთხვევაში კ-1=0,5, რაც გულისხმობს, რომ ყოველი ნაკვეთის ტერიტორიის 50% რაციონალურია, რომ იყოს თავისუფალი განაშენიანებისგან. რეალური სურათი, როგორც ზემოთ იყო გაანალიზებული, განსხვავებულ ხასიათს ატარებს.

რაც შეეხება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს, ბეთლემის უბანში ისიც საკმაოდ მაღალია. არსებული მდგომარეობა შემდეგნაირია: განაშენიანების დაბალი ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2=0,2-1, ახასიათებს 7 ნაგებობას. ეს არის მთლიანად 1 სართულიანი ნაგებობები. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის რუკების მიხედვით ბეთლემის უბანი მოთავსებულია განაშენიანების დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში (სზ-2), რომლის პარამეტრებია კ-1=0,5, ხოლო კ-2=1,3. ამ ნორმის ფარგლებში, ანუ კ-2=1,0-1,3 მხოლოდ 7 ნაგებობა ხვდება. ეს არის 2 სართულიანი სახლები. დანარჩენი 24 სახლის მაჩვენებელია – კ-2=1,5-2,7. უბნისათვის ყველაზე დამახასიათებელი პარამეტრებია – კ-2=1,5-1,9. ამგვარი მაჩვენებლით 16 ნაგებობა გამოირჩევა. ეს არის ძირითადად 2 სართულიანი სახლები. განაშენიანების მაქსიმალური ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2=2,0-2,7. ახასიათებს 3 სართულიან სახლებს.

უბანში ამჟამად დაახლოებით 457 მოსახლეა, მათ შორის 8 დროებით მაცხოვრებელი (ნაქირავებ ბინაში). ამასთან ერთად, 25 პიროვნება ირიცხება ამჟამად დაკეტილ ბინაში. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელია ≈ 180-196 ად/ჰა.

საცხოვრებელი ფონდის დიდი ნაწილი ამორტიზირებულია და საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. დანგრეული ნაგებობების სანაცვლოდ შესაძლებელია ახალი მშენებლობის წარმოება ბეთლემის უბნისთვის დამახასიათებელი პარამეტრების ფარგლებში.