დანართი 2

 

1987 წ. ვოშინგტონის ქარტია:

ისტორიული ქალაქებისა და ურბანული ტერიტორიების კონსერვაცია

დამტკიცებული ICOMOS-ის გენერალურ ასამბლეაზე ვოშინგტონში, 1987 წ.

 

პრინციპები და მიზნები

1.       მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად, ისტორიული ქალაქებისა და სხვა ურბანული არეალების კონსერვაცია უნდა იყოს განუყოფელი ნაწილი ეკონომიკური და სოციალური განვითარების კოჰერენტული პოლიტიკისა, აგრეთვე ურბანული და რეგიონალური დაგეგმვისა ყველა დონეზე.

2.      შესანარჩუნებელი ნიშან-თვისებებია ისტორიული ქალაქისა და ურბანული არეალების ისტორიული ხასიათი და ყველა ის მასალა თუ სპირიტუალური ელემენტი, რომელიც ამ ხასიათს გამოხატავს, განსაკუთრებით:

o       ურბანული ქსოვილის სახე, რომელიც განსაზღვრულია ქუჩების ქსელითა და თითოეული განაშენიანებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციითა და ზომით;

o       შენობებისა და გამწვანებული თუ ღია სივრცეების თანაფარდობა (მიმართება);

o       შენობების გარეგნული იერსახე, ინტერიერი და ექსტერიერი, რომელიც განისაზღვრება მასშტაბით, ზომით, სტილით, სამშენებლო ტრადიციით, მასალით, ფერითა და დეკორით;

o       ქალაქისა ან ურბანული არეალის მიმართება როგორც ბუნებრივ, ასევე ხელქმნილ (man-made) გარემოსთან;

o       სხვადასხვა ფუნქცია, რომელიც ქალაქმა ან ურბანულმა არეალმა შეიძინა დროთა ვითარებაში;

ნებისმიერი საფრთხე, რომელიც ამ ნიშან-თვისებებს ემუქრება, ისტორიული ქალაქისა ან ურბანული არეალის ავთენტურობის შემლახავია.

მეთოდები და ხერხები

10. ახალი ნაგებობის მშენებლობისა ან არსებულის ადაპტაციის შემთხვევაში, ანგარიში უნდა გაეწიოს არსებულ სივრცით ორგანიზაციას, განსაკუთრებით მასშტაბისა და მიწის ნაკვეთის ზომის გათვალისწინებით. გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი თანამედროვე ელემენტების შემოტანას არ უნდა ავარიდოთ თავი, რადგან მათ შეუძლია გარკვეული როლი ითამაშოს არეალის გამდიდრებაში.