დანართი 4

 

ისტორიული ურბანული ანსამბლების დაცვა ცვლილებების ეპოქაში:

მენეჯმენტის სახელმძღვანელო

მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების საერთაშორისო სიმპოზიუმი,

კვებეკი, კანადა, 1991[1]

 

3.3. ახალი მშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპები

ისტორიულ ანსამლებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წამოჭრილი დიზაინური პრობლემა არის ახალი ნაგებობებით ცარიელი ადგილების შევსება. საერთაშორისო ქარტიები და სახელმძღვანელო პრინციპები ღიად ანიჭებს უპირატესობას თანამედროვე მიდგომას იმიტაციურ აღმშენებლობასთან შედარებით. იმავ-დროულად, დიზაინის პრობლემა ერთ-ერთი ურთულესთაგანია, რის წინაშეც თანამედროვე არქტიტექტორები შეიძლება აღმოჩნდნენ...

 

შევსების პრობლემის გაანალიზებისას, არქიტექტორებმა, დიზაინერებმა ან ურბანისტებმა შეიძლება ყურადღება მიაქციონ შემდეგ საკითხებს:

  • ტრადიციული ფორმების ალუზიები არ უნდა წარმოადგენდეს წარსულის ფორმალურ გამეორებას; მიზანი უნდა იყოს არა უბრალოდ ფორმების, არამედ ადგილისა თუ ქუჩის სულისკვეთების ასახვა.
  • თანამედროვე მიდგომისთვის უპირატესობის მინიჭება სულაც არ მოითხოვს არქიტექტორისგან ტრადიციული მასალის შეცვლას პლასტმასითა თუ ანოდირებული ლითონით; აქ უბრალოდ იგულისხმება თანამედროვე მიდგომა ფენესტრაციისადმი (სიბრტყის ღიობებით დანაწევრება), გეგმარებისადმი და ფორმებით მანიპულირება; უფრო მეტიც, თითქმის ყველა ტრადიციული მასალა დღემდე ხმარებაშია და, ამდენად, სავსებით შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე მასალად.
  • იმიტაციური მიდგომა შეიძლება სავსებით კანონზომიერი იყოს, თუკი საერთო ურბანული კონტექსტი ჰომოგენურობით (მთლიანობით, ერთგვაროვნებით, სისუფთავით) გამოირჩევა; ნებისმიერი სხვა მიდგომა შესაძლოა შეუსაბამო უხერხულობის გამომწვევი აღმოჩნდეს.
  • მისაღები კონსერვაციული პრინციპი შეიძლება დამაკმაყოფილებლად მიღწეულ იქნას, თუკი შევსება მოკრძალებულად განხორციელდება და არ შებღალავს საერთო ესთეტიკურ მთლიანობას ზედმეტად თვალშისაცემი ფორმით.


[1] Herbert Stovel, Safeguarding Historic Urban Ensembles in a Time of Change: a Management Guide, International Symposium on World Heritage Towns, Quebec, Canada, 1991