თბილისის ისტორიული ნაწილი,

კალა, ბეთლემის კლდისუბანი

 

ბეთლემის კლდისუბნის კონსევაციის გეგმა

სახელმძღვანელო პრინციპები უბნის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შესადგენად

 

ბეთლემის კლდისუბნის კონსერვაციის გეგმა ჩარევის სახელმძღვანელო პრინციპები, წარმოადგენს ურბანული კონსერვაციის საყოველთაოდ მიღებული მეთოდოლოგიის შესაბამისად მომზადებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს.

 

სახელმძღვანელო პრინციპები ბეთლემის კლდისუბნის  ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შესადგენად კონსერვაციის გეგმის ნაწილს წარმოადგენს.  მისი მიზანია, კონსერვაციისა და ქალაქმშენებლობითი გარემოებების გაერთიანება, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას სახელმწიფო ნორმატივებით დადგენილი დეტალური გეგმარების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მომზადების დროს[1]. შექმნილი დოკუმენტი ობიექტური საფუძველი უნდა გახდეს მშენებლობის ნებართვის გასაცემად.  ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პარამეტრების და კონსერვაციის რეჟიმებისა და გარემოებების თავმოყრა ერთ დოკუმენტში მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცესს ყველა მოქმედი პირისათვის მოცემულ ტერიტორიაზე და ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას.

 

დოკუმენტი დამყარებულია მიწათსარგებლობის პრინციპზე და განსაზღვრავს თუ რა? სად? და როგორ? უნდა განთავსდეს მოცემულ ტერიტორიაზე.  ის ნათალად განსაზღვრავს თუ რისი გაკეთება არ შეიძლება ტერიტორიაზე და რა უნდა იყოს შენარჩუნებული თუ აღდგენილი ქალაქმშენებლობითი მორფოლოგიისა და ურბანული სილუეტის შესანარჩუნებლად. გამორიცხვის პრინციპით, დანარჩენი იძლევა თავისუფლებას შემოქმედებითი გეგმარებითი პროექტის შესასრულებლად თუ სხვა ქალაქმშენებლობითი ან განვითარების ღონისძიებების ჩასატერებლად კერძო სექტორისა თუ სახელმწიფოს მხრიდან. ამრიგად, დოკუმენტის მთავარი მიზანია: უბნის ურბანული სილუეტისა და იერსახის შენარჩუნება, რაც მოტივირებულია კონსრევაციის გეგმის ფარგლებში ჩატარებული საკვლევ-საძიებო სამუშაოების შედეგებით; ასევე, გეგმა (გეგმა 29) გათვალისწინებულ უნდა იყოს ტერიტორიის დაყოფისას საკადასტრო ერთეულებად, ამასთანავე ამ დოკუმენტის შესაბამისად,  ტერიტორიისათვის შესაძლებელია დადგენილი იქნას საზოგადოებრივი და კერძო სერვიტუტები.

 

დოკუმენტში მოცემულია რამოდენიმე განსაზღვრება: 

განაშენიანებისაგან თავისუფალი სივრცე კონსერვაციის გეგმით განსაზღვრული სივრცე, მთელი ტერიტორიის მასშტაბით, რომელიც ნებისმიერი ტიპის განაშენიანებისაგან თავისუფალი უნდა იყოს.

 

ეზოს სავალდებულო კონტური - კონსერვაციის გეგმის ფარგლებში დადგენილი კონტური, რომელიც განსაზღვრავს ეზოების მორფოლოგიას ტერიტორიაზე. კონტურის  გათვალისწინება სავალდებულო იქნება, როგორც განაშენიანების გეგმის შედგენისას, ასევე ტერიტორიაზე საკადასტო ერთეულების შედგენისას.

 

ეზოს სავალდებულო აღსადგენი კონტური ეზოს სავალდებულო კონტური, რომელიც დარღვეული იყო სხვადასხვა მიზეზების გამო და რომლის აღდგენაც აუცილებელია უბნის მორფოლოგიის შესანარჩუნბლად.

 

განაშენიანების სავალდებულო კონტური, - რომელიც განსაზღვრავს ეზოების მორფოლოგიას ტერიტორიაზე. კონტურის  გათვალისწინება სავალდებულო იქნება, როგორც განაშენიანების გეგმის შედგენისას, ასევე ტერიტორიაზე საკადასტო ერთეულების შედგენისას.

 

განაშენიების აღსადგენი კონტური განაშენიანების სავალდებულო კონტური, რომელიც დარღვეული იყო სხვადასხვა მიზეზების გამო და რომლის აღდგენაც აუცილებელია უბნის მორფოლოგიის შესანარჩუნბლად.

 

მოსახსნელი განაშენიანება ტერიტორიის მორფლოგიისათვის და სილუეტისათვის შეუფერებელი განაშენიანება, რომელიც მოშლილი უნდა იყოს ან განვითარების საშუალება არ უნად მიეცეს. შესაძლოა სერვიტუტის სტატუსის მინიჭება.

 

ქუჩათა ქსელის სავალდებულო კონტური - კონსერვაციის გეგმით განსაზღვრული კონტური, რომელიც განსაზღვრავს ქუჩათა ქსელის მორფოლოგიას საკვლევ ტერიტორიაზე. კონტურის  გათვალისწინება სავალდებულო იქნება, როგორც განაშენიანების გეგმის შედგენისას, ასევე ტერიტორიაზე საკადასტო ერთეულების შედგენისას.

ამრიგად, ის არ უნდა იყოს დარღვეული და საზოგადოებრივი თუ კერძო სივრცე ერთნაირად უნდა ითვალისწინებდეს ქუჩათა მორფოლოგიას. 

 

ქუჩათა ქსელის აღსადგენი კონტური ქუჩათა ქსელის სავალდებულო კონტური,  რომელიც დარღვეული იყო სხვადასხვა მიზეზების გამო და რომლის აღდგენაც აუცილებელია უბნის მორფოლოგიის შესანარჩუნებლად.

 

შესაქმნელი ფეხმავალი კავშირი კავშირები, რომლებიც არსებობდა და რომელთა აღდგენაც მნიშვნელოვანია უბის ქუჩათა ქსელის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის. შესაძლოა სერვიტუტის სტატუსის მინიჭება.

 

ამას ემატება სიმაღლეთა მაქსიმალური ზღვრის განმსაზღვრელი დეტალური გეგმები მთელი ტერიტორიისათვის. გეგმების პარამეტრები დაფუძნებულია კონსერვაციის გეგმის შედეგებზე და მიზნად ისახავს უბნის ურბანული სილუეტის შენარჩუნებას.     

 

დოკუმენტი დაამუშავდა ICOMOS საქართველოს

პროექტის ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია ფარგლებში:

ურბანისტ, ნიკა ჩხაიძის მიერ.

2005 .



[1] სახელმწიფო ნორმატივებით დადგენილი დეტალური გეგმარების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია მოიცავს: დეტალური დაგეგმარების პროექტს და განაშენიანების პროექტს, ასევე ქალაქმშენებლობითი ზონირების დეტალურ სავალდებულო რუკას ან  დამოუკიდებელ სავალდებულო რუკას.