პუბლიკაციის პრეზენტაცია –‘ტრადიციული თბილისური სახლის კონსერვაციის სახელმძღვანელო პრინციპები’
სახელმძღვანელო შემუშავდა ICOMOS საქართველოს მიერ პროექტის ფარგლებში – ‘კულტურული მემკვიდროების სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია’, რომელიც განხორციელდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან (Riksantikvaren)თანამშრომლობით.
Riksantikvaren – ის დირექტორი, ქალბატონი ჰანა გეირანი, ნორვეგიის სამეფოს ელჩი ქალბატონი ჰელენ სანდ ანდრესენი და საქართველოს ყოფილი ელჩი ნორვეგიის სამეფოში, ქალბატონი მაია ყიფშიძე და Riksantikvaren – ის წარმომადგენლები 2022 წლის 27 აპრილს დაესწრნენ ღონისძიებას.