ICOMOS საქართველოს საჯარო დისკუსია – კულტურული ლანდშაფტები და საქართველო

  • რა არის კულტურული ლანდშაფტი?
  • როგორ ხდება კულტურული ლანდშაფტის განსაზღვრა?
  • რა სპეციფიკა აქვს კულტურულ ლანდშაფტს საქართველოში?
  • რას ნიშნავს კულტურული ლანდშაფტის კონსერვაცია და რა ინსტრუმენტები არსებობს ამისთვის?

შეხვედრა გაიმართა 2022 წლის 20 მაისს 16:00 საათზე მემკვიდრეობის რესურსების ცენტრის ყვითელ დარბაზში.

ღონისძიებას დაესწრნენ კულტურული მემკვიდრეობის დარგის სპეციალისტები და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ პირები და ისაუბრეს ამ და კულტურულ ლადშაფტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

მომხსენებელი – ლუიზა დე მარკო, ICOMOS-ის მსოფლიო მემკვიდრეობის მრჩეველი.

პანელის მონაწილეები: მარინე მიზანდარი, საქართველოს ეროვნული ფონდის თანათავმჯდომარე; მანანა სურამელაშვილი, ჩუბინაშვილის კვლევის ცენტრი, ICOMOS საქართველოს სამეცნიერო საბჭო; ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ჩუბინაშვილის კვლევის ცენტრი, ICOMOS საქართველოს სამეცნიერო საბჭო;

მოდერატორი: ნატო ცინცაბაძე, ICOMOS საქართველოს თავმჯდომარე