ICOMOS საქართველო არის არასამთავრობო, არამომგებიანი პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1993 წელს, როგორც ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ეროვნული კომიტეტი. ორგანიზაცია მოწოდებულია ICOMOS-ის ქარტიების, რეკომენდაციებისა და დეკლარაციების შესაბამისად ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის მაღალი სტანდარტების განვითარებას ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით ICOMOS საქართველო ახორციელებს, უნარ-ჩვევების ამაღლების, გათვითცნობიერების და სპეციფიკურ საპილოტო პროგრამებს/პროექტებს. ICOMOS საქართველო აერთიანებს 29 ინდივიდუალურ და 1 ინსტიტუციურ წევრს და თანამშრომლობს ფართო მრვალდისციპლინარულ პროფესიულ, აკადემიურ წრეებთან და ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ICOMOS, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო, არის გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასოცირებულია UNESCO-სთან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ძეგლების, შენობათა კომპლექსების და ღირსშესანიშნავი ადგილების კონსერვაციას, დაცვას, გამოყენებას და განვითარებას.  ორგანიზაცია მონაწილეობს დარგის დოქტრინების განვითარებაში, მუშაობს იდეების ევოლუციასა და გავრცელებაზე და წარმართავს ადვოკატირებას. ICOMOS წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველ ორგანიზაციას UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესრულებისთვის. ICOMOS ამჟამად აერთიანებს 110 ეროვნულ კომიტეტს და 28 საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტს.

2013 წელს ICOMOS საქართველომ, ICOM საქართველომ, საქართველოს ეროვნულმა არქივმა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოცოციაციამ დააარსეს ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.