კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია

 

ICOMOS საქართველო  ეროვნული კავშირი ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან (Riksantikvaren) თანამშრომლობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისის ისტორიულ ნაწილში ახორციელებს საპილოტე პროგრამას: კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი.

პროექტის მიზანია: 

ხელი შეუწყოს საქართველოში მდგრადი განვითარების პროცესს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის გზით.

 

პროექტის ამოცანებია:

  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის სრული  ციკლის ჩატარება კონსერვაციის საერთაშორისო პრიციპებისა და სტანდარტების გამოყენებით, ტრადიციული ხელოსნობისა და მასალების ტესტირებით;
  • “სწავლა კეთებით” პროცესის წარმართვა – პრაქტიკაზე დაფუძნებული საწვრთნელი პროგრამები, როგორც საპროექტო ჯგუფისთვის, ისე სტუდენტებისთვის, ხელოსნებისთვის, მოსახლეობისა და დარგის ექსპერტებისთვის;
  • ცოდნისა და გამოცდილების გავრცელება – სპეციალური სახელმძღვანელოს დამუშავება და გამოცემა ტრადიციული თბილისური სახლის რესტავრაცია/ადაპტაციისთვის;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო კონსერვაციის სტანდარტებით რესტავრაციის სოცილურ, ეკონომიკურ ღირებულებასა და სარგებელზე;

პროექტის რეზიუმე

პროექტის მთავარი იდეა სიცოცხლისუნარიანობას/მდგრადობას ეფუძნება – რესტავრაციის ხარისხი, განათლება/კვალიფიკაცია, გარემოსა და ეკონომიკის მდგარდობა.

პროექტის ფოკუსია: დაზიანებული თბილისური სახლის სრული რეესტავრაცია/ადაპტაციის პროცესი, რომელშიც გამოცდილი ადგილობრივი და ნორვეგიელი ექსპერტების გარდა ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდა პროფესიონალები და სტუდენტებიც იქნებიან ჩართული. პროექტის შედეგების სიცოცხლისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ადმინისტრაციასთან და ძეგლთა დაცვით სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობა, და მედიის მხარდაჭერა. პროექტის შედეგების გავრცელება-გაზიარება მოხდება “თბილისური სახლის” რესტავრაციის პრინციპების სახელმძღვანელოს გამოცემით, რომელსაც საპროექტო ჯგუფი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად შეიმუშავებს. საპილოტე პროგრამისთვის შეირჩა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სოლომონ ბრძენის ქ. # 33, სადაც განთავსებულია საქართველოს ეროვნული ფონდის http://www.nationaltrustofgeorgia.org.ge/ka/front-page-geo/ სათავო ოფისი.

პროექტის აქტივობები:

  1. ძეგლზე მრავალდისიპლინარული კვლევითი, აზომვითი და საპროექტო სამუშაობის ჩატარება;
  2. სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება, პროცესის დეტალური ფიქსაციითა და ანგარიშების წარმოებით;
  3. პროექტის მსვლელობის დროს კვლევითი და საწრთვნელი პროგრამის ჩატარება: კონსტრუქციული გამაგრების გამოწვევები, ტრადიციული მასალები და ტექნოლოგიები, მედია და კულტურული მემკვიდრეობა;
  4. თბილისური სახლის რესტავრაციის პრინციპების სახელმძღვანელოს დამუშავება და გამოცემა;
  5. სარესტავრციო ობიექტში საჯარო სივრცის შექმნა, სადაც მოეწყობა კვლევითი ვორკშოპები, პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ინფორმაციის ამსახველი გამოფენები, საინფორმაციო შეხვედრები საზოგადოებასთან და მედიასთან;

ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია

 

პროგრამის მიზნია თბილისის ისტორიულ ნაწილში, კალაში, ბეთლემის უბნის განვითარება ინტეგრირებული კონსერვაციის გზით. პროგრამის ამოცანაა ადგილობრივი თემის აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს ისტორიული უბნის რევიტალიზაციას და ისტორიული მხატვრული სახის აღდგენას: უბნის ტურისტული პოტენციალის განვითარების გზით, მოსახლეობის დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროგრამა 2000 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის მხარდაჭერით დაიწყო. 2004-2005 წწ.-ში UNESCO-ს და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით მომზადდა ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმა და მისი განვითარების მრავალდისციპლინარული გეგმა.

2006-2011 წწ.-ში ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ეტაპობრივად განხორციელდა დაგეგმილი სამუშაოები: ადგილობრივი მოსახლეობის წვრთნა ტრადიციულ ხელოსნობასა და რესტავრაციის პრინციპებში, ისტორიული საზოგადოებრივი სივრცეების რეაბილიტაცია, ისტორიული სახლებისა და არქეოლოგიური ძეგლის – ათეშგას რესტავრაცია, შეიქმნა ბეთლემის უბნის ტურისტული მარშრუტი, დაფუძნდა ბეთლემის უბნის ყოველწლიური ფესტივალი. უბანში განთავსდა ICOMOS საქართველოს ოფისი, რომელიც ასევე მოქმედებს, როგორც უბნის საინფორმაციო და ადგილობრივი თემის ცენტრი.

 

ბეთლემის უბანი დღეს

ბეთლემის უბანი დღეს თბილისელთათვის და მისი სტრუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ადგილობრივი თემი აქტიურად არის ჩართული ტურიზმის მომსახურეობის სფეროში. ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროგრამა დღეს ჰუმანიტარული დახმარების გარეშე გრძელდება. ICOMOS საქართველო სისტემატურად უწევს მოსახლეობას კონსულტაციებს მათ ისტორიულ სახლებთან ან/და გარემოსთან დაკავშირებით. ბოლო წლებში რამდენიმე საინტერესო პროექტი განხორციელდა კერძო და საზოგადოებრივი პარტნიორობის საფუძველზე.

2015-2016 წწ.-ში ნაწილობრივი სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა ისეთ ქრესტომატიული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, როგორიცაა გომის ქ.# 4 და გომის ქ.# 5/12.

ამჟამად მიმდინარეობს ბეთლემის აღმართი #16ბ-ს უკანა ფლიგელის რესტავრაცია.

ICOMOS საქართველო ადგილობრივ თემთან ერთად აგრძელებს ადვოკატირებას უბნისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით და მჭიდროდ თანამშრომლობს ქალაქ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ბეთლემის უბანში ურბანული პროცესების სწორად წარმართვისთვის.