Cultural heritage and climate emergency

რეზოლუცია მე-20 გენერალური ასამბლეა/15 - კულტურული მემკვიდრეობა და კლიმატის საგანგებო მდგომარეობა

ICOMOS - ის მე-20 გენერალური ასამბლეა,

ICOMOS - ის მე-19 გენერალური ასამბლეის 2017/30 რეზოლუციის თანახმად, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანის აქტივობები გამოიმუშავებს უპრეცედენტო რაოდენობის სათბურის აირებს, რომლებიც იწვევენ კლიმატის ცვლილებას და მოუწოდებს ICOMOS - ს, რომ უპასუხოს კლიმატის ცვლილების გამოწვევას კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული გადაწყვეტებით პარიზის ხელშეკრულების შესასრულებლად;

აღნიშნავს რა, რომ 2018 წლის კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი მის სპეციალურ ანგარიშში - „1.5 °C - ით გლობალური დათბობა“ (Global Warming of 1.5 °C) -ადგენს, რომ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება, როგორც ადამიანურ, ისე ბუნებრივ სისტემებზე შეიძლება იყოს ხანგრძლივი ან შეუქცევადი, რომ ეს ზემოქმედება ახლაც უარყოფითად მოქმედებს კულტურულ მემკვიდრეობაზე, და რომ მემკვიდრეობის ნაწილის წარმატებით ადაპტაცია დამოკიდებული იქნება გლობალური სათბურის აირების შესამსუბუქებლად გაწეულ ძალისხმევაზე;

აღიარებს რა, რომ კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისი პანელის ანგარიშმა დაადგინა, რომ ბევრი სისტემისთვის მოსალოდნელია, რომ ადაპტაცია უფრო რთული იქნება გლობალური დათბობის 2 °C - მდე, ვიდრე 1.5 °C - მდე. შესაბამისად, კლიმატური ცვლილების ზემოქმედებას კულტურულ მემკვიდრეობაზე, დანაკარგებსა და დაზიანებებს შესაბამისი სწრაფი რეაგირება უნდა მოყვეს ყველაზე დონეზე;

აღიარებს, რომ მსოფლიო ვერ ახერხებს პარიზის ხელშეკრულების მიზნების შესრულებას, რაც გამოიხატება ამჟამინდელი სათბურის აირების რეკორდული კონცენტრაციით და, ამავე დროს, კლიმატური ცვლილების რეალობა და ადამიანური ზარალი კიდევ უფრო მკვეთრად გამოიხატა ზღვის დონის აწევით, მომატებული ტემპერატურითა და ხანძრის შემთხვევებით;

აღიარებს რა, კულტურული მემკვიდრეობის დიდ პოტენციალს/შესაძლებლობას, რომ განაპირობოს ინკლუზიური, ტრანსფორმაციული და უბრალოდ ქმედება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, საზოგადოებების ამბიციისა და შესაძლებლობების ამაღლებით, კლიმატის მიმართ ადაპტაციისა და გამძლეობის ხელშეწყობით, სათბური აირების ემისიების შემცირებისთვის შემამსუბუქებელი ქმედებების კონტრიბუციით, და კლიმატური გავლენებით გამოწვეულ დანაკარგებზე და ზარალის საკითხებზე მუშაობით;

აღიარებს რა, რომ COVID-19 პანდემიამ რიგი მნიშვნელოვანი გაკვეთილი გამოავლინა. მათ შორის, ისეთი საკითხების იმპერატიულობა როგორიცაა მეცნიერების გათვალისწინება, ადამიანთა და ბუნებას შორის არსებული განხეთქილების შედეგები, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების პირველ ადგილზე დაყენების მნიშვნელობა, და ფაქტი, რომ სწრაფი და ფართო სოციალური და ეკონომიკური ცვლილება შესაძლებელია მაშინ, როცა ეს სურს საზოგადოებას;

აღნიშნავს, რომ 2019 წლის ნოემბერს, 11.000 -ზე მეტმა მეცნიერმა ერთბაშად განაცხადა, რომ დედამიწა ნამდვილად და ერთმნიშვნელოვნად კლიმატის საგანგებო მდგომარეობის წინაშეა და, რომ ბევრი ქვეყანა, კანონმდებლობა და ორგანიზაცია ერთნაირად აღიარებს და აღნიშნავს ამ საგანგებო მდგომარეობას;

აცხადებს კლიმატისა და ეკოლოგიური საგანგებო მდგომარეობის შესახებ და მოუწოდებს კულტურისა და მემკვიდრეობის სხვა ორგანიზაციებს იმავესკენ;

კიდევ ერთხელ აღნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის და კლიმატის კვლევისა და მეცნიერების უკეთესი ინტეგრაციის საჭიროების შესახებ;

მიესალმება ICOMOS - ის სამწლიანი სამეცნიერო გეგმის შემოთავაზებას, და კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის 2020 წლის ივნისის გადაწყვეტილებას UNESCO - სა და ICOMOS - ის ერთობლივი შემოთავაზების დადასტურების შესახებ, რომელიც მოიაზრებს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის საერთაშორისო ექსპერტების შეხვედრას კულტურის, მემკვიდრეობისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე, რომელიც 2021 წელს გაიმართება;

მოუწოდებს შესაბამის აქტორებს სასწრაფო ერთობლივი ქმედებისკენ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კლიმატის ცვლილებისგან დასაცავად, რაც მოიცავს მოწყვლადობის შეფასებას და ადაპტაციურ მართვას, ასევე, ერთობლივი პრევენციული მიდგომის დანერგვას, რაც გლობალური დათბობის 1.5°C - მდე შეზღუდვის ერთ-ერთი გზაა;

მადლობას უხდის კლიმატის ცვლილების მემკვიდრეობის სამუშაო ჯგუფს, 32 ეროვნულ კომიტეტსა და საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტებს, ასევე, 50-მდე მოწვეულ ექსპერტს მათი წვლილისთვის ICOMOS - ის ანგარიშში - „ჩვენი წარსულის მომავალი“, რომელიც 2019 წელს გამოიცა. ანგარიში მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის მიერ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედების მრავალ მიმართულებას და აღნუსხავს კლიმატის ცვლილების გავლენებს სხვადასხვ ტიპის მემკვიდრეობაზე;

აღნიშნავს, ICOMOS - ის სამწლიანი სამეცნიერო გეგმა „გადატვირთვა“ კლიმატის ცვლილების ქმედებაზე 2021 წელს იწვევს ექსპერტებს, რათა ერთობლივად გამოავლინონ გზები, განავრცონ ცოდნა და დაადგინონ საუკეთესო პრაქტიკა მემკვიდრეობის კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების ხელშესაწყობად;

მოუწოდებს ICOMOS - ის ფართო საზოგადოებას, რომ მემკვიდრეობის კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება მოახდინონ იმ გზებით, რომელიც:

- ცდილობს მემკვიდრეობის ყველა ტიპის დაცვას კლიმატის ცვლილების მიმდინარე და პროგნოზირებული უარყოფითი გავლენებისგან, როგორც სწრაფი, ისე ნელი ქმედებით მოწყვლადობისა და რისკის შეფასებების განხორციელებით, მონიტორინგით, და შესაბამისი კლიმატის ცვლილების ადაპტაციის სტრატეგიებისა და რისკების გათვალისწინებით,

კატასტროფის შერბილების, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის სტრატეგიების განხორციელებით;

- შესაბამისი, კლიმატის ცვლილების ადაპტაციის სტრატეგიებისა და რისკების გათვალისწინებით, კატასტროფის შერბილების, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის სტრატეგიების განხორციელება;

- ცდილობს კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალის რეალიზებას - როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური მემკვიდრეობის და ადგილობრივი საზოგადოებების ცოდნისა და პრაქტიკების ჩათვლით - რომ წვლილი შეიტანოს ტრანსფორმაციულ ცვლილებებში, იყოს სათბური აირების შემსუბუქებისა და კლიმატის ადაპატაციის წამყვანი ძალა, და უზრუნველყოს კლიმატის მიმართ გამძლე გზები და მდგრადი განვითარების გაძლიერება;

- ცდილობს მემკვიდრეობის რეაგირება კლიმატის ცვლილებაზე დააკავშიროს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, განსაკუთრებით კი მე-13 მიზანთან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ რეაგირებაზე, რათა უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჰოლისტურობა და რომ ისინი მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ, გარემოს, კულტურულ სფეროებს, ისევე როგორც მშვიდობას, სამართლიანობასა და თანამშრომლობებს;

- აღიარებს, რომ არსებული მემკვიდრეობის კონსერვაციის პრაქტიკა, ინსტრუმენტები, შეფასებები და მეთოდოლოგიები უნდა ჩანაცვლდეს ახალი, კოოპერატიული, ტრანსდისციპლინარული და თანამონაწილეობითი მიდგომებით და მოდელებით, რომლებიც კლიმატის ცვლილების გლობალური საკითხების რელევანტურია;

- აღიარებს თანასწორობას და სამართლიანობას, როგორც ფუნდამენტურ საკითხებს კლიმატის ცვლილების გამოწვევების გაგებისა და მიმართვისთვის, მათ შორის ადგილობრივი ხალხების და მოწყვლადი და ყველაზე მეტად საშიშროების ქვეშ მყოფი საზოგადოებების მიმართ სოლიდარობით; კლიმატის თანამონაწილეობითი მმართველობა; და გენდერის საკითხების გათვალისწინებით, ადამიანთა უფლებებისა და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები;

- გააერთიანოს ბუნებისა და კულტურის კონსერვაცია, ენდოგენური და ტრადიციული ცოდნის, და ლანდშაფტის მასშტაბის მიდგომები პოლიტიკასა და პროგრამებში, სადაც შესაძლებელია.

მოუწდებს ICOMOS - ის ყველა ეროვნულ კომიტეტს, რომ მიიღონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშრებული პროგრამები თავიანთ ქვეყნებში, მათ შორის ქმედებები, რომ უკეთესად მოხდეს მემკვიდრეობის დაცვა კლიმატის გავლენებისგან; რომ გააძლიეროს კლიმატის ცვლილების ქსელებში მონაწილეობა, როგორიცაა კლიმატის მემკვიდრეობის ქსელი; და რომ ჩართოს მთავრობები და სხვა შესაბამისი გარე მხარეები კლიმატის შესაბამისი პოლიტიკისა და დაგეგმვის პროცესებში, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კლიმატის ადაპტაციის ჩარჩოში ჩასართავად.

მოუწოდებს ICOMOS - ის ყველა საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტს, რომ მიიღონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროგრამები და აქტივობები თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის მუშაობა კლიმატის ცვლილების საკითხების შესწავლაზე, რათა ის გახდეს მემკვიდრეობის მართვის ძირითადი/საწყისი კომპეტენცია, და  რომ დაინახოს კარგი კონსერვაციის პრაქტიკის საჭიროებისამებრ მოდიფიცირება, რომ მოიძებნოს კლიმატის ცვლილების მიუხედავად მემკვიდრეობის მნიშვნელობის შენარჩუნების ალტერნატიული გზები და საშუალებები;

მოუწოდებს ICOMOS – ის ღონისძიებების ორგანიზატორებს, რომ გაითვალისწინონ მათი ნახშირბადის კვალი და გეგმები მისი რაოდენობის შესამცირებლად.