ICOMOS საქართველო არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1993 წელს, როგორც ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ეროვნული კომიტეტი. ორგანიზაცია მოწოდებულია ხელი შეუწყოს: კულტურული მემკვიდრეობის დცავას ICOMOS-ის ქარტიების და რეკომენდაციების შესაბამისად, და კონსერვაციის მაღალი სტანდარტების განვითარებას ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით ICOMOS საქართველო ახორციელებს, უნარ-ჩვევების ამაღლების, გათვითცნობიერების და საკონსერვაციო საპილოტო პროგრამებს. ICOMOS საქართველო აერთიანებს 31 ინდივიდუალურ წევრს და თანამშრომლობს ფართო მრვალდისციპლინარულ პროფესიულ, აკადემიურ წრეებთან და ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ICOMOS, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო, არის გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც აერთიანებს პროფესიონალებს, მისი მიზანია ხელი შეუწყოს ძეგლების, და ღირსშესანიშნავი ადგილების კონსერვაციას, დაცვას, გამოყენებას და განვითარებას. ორგანიზაცია მონაწილეობს დარგის დოქტრინების შემუშავებაში, მუშაობს ძეგლთა დაცვითი იდეების ევოლუციასა და გავრცელებაზე და ეწევა მემკვიდრეობის დაცვისთვის ადვოკატირებას. ICOMOS წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველ ორგანიზაციას UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესრულებისთვის. ICOMOS ამჟამად აერთიანებს 113 ეროვნულ კომიტეტს და 31 საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტს.