მემკვიდრეობის რესურსების ცენტრი (HRC) შეიქმნა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაციის პროგრამის ერთ-ერთი შედეგი. პროგრამა ხორციელდება ICOMOS საქართველოს მიერ და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროგრამის ზოგადი მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პროცესს მემკვიდრეობის რეაბილიტაციის გზით.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდა თბილისის ტრადიციული საცხოვრებელი სახლის სამაგალითო რესტავრაცია. ჩატარდა ტრადიციული სამშენებლო მასალებისა და ტექნიკების რამდენიმე კვლევა და უნარების განვითარების სემინარი. დღეს რეაბილიტირებულ სახლში განთავსებულია მემკვიდრეობის რესურსების ცენტრი, რომელიც ემსახურება სხვადასხვა საქმიანობას, მათ შორის უნარების განვითარებას, საზოგადოებრივი ინფორმირებულობის ამაღლებას, სექტორებს შორის თანამშრომლობას და კვლევას.
მემკვიდრეობის რესურსების ცენტრის მიზნებია:
ხელი შეუწყოს საერთაშორისო კონსერვაციის პრინციპების პოპულარიზაციასა და ინტეგრაციას მემკვიდრეობის კონსერვაციის პროცესებში უნარების განვითარების აქტივობების მეშვეობით.
ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილებების საგანგებო და მემკვიდრეობის ინიციატივას სექტორებს შორის კვლევების და კვლევითი საქმიანობების მეშვეობით, რათა შეივსოს ცოდნის ნაკლებობა მემკვიდრეობის პოტენციალისა და რესურსების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ თემის მდგრადობას.
ხელი შეუწყოს New Bauhaus Initiative - ს ტრადიციული ცოდნისა და პრაქტიკის შესწავლით, გავრცელებით და ინტერპრეტაციით.
გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება და მონაწილეობის პრინციპი მემკვიდრეობის სექტორში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით.
ამჟამად ICOMOS საქართველო ახორციელებს სამ სასწავლო პროგრამას – ისტორიული შენობების სტრუქტურული ანალიზი და კონსერვაცია; მიწის დუღაბის გამოყენება და კონსერვაცია; და ხის კონსერვაცია – ასევე გამორჩეული მეცნიერებისა და კონსერვატორების საჯარო ლექციები ხელმისაწვდომია მემკვიდრეობის საზოგადოებისთვის.