იკომოსს მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში 10,500-ზე მეტი წევრი ჰყავს. ის აერთიანებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს და ამ მიმართულებით ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა. იკომოსი არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველი ორგანიზაცია. იკომოსის წევრები ხდებიან საერთაშორისო პროფესიონალური ქსელის ნაწილი და შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ექსპერტთა შეხვედრებში, პროფესიულ უორკშოპებში, სამეცნიერო გაცვლებსა და სასწავლო პროგრამებში მსოფლიოს მასშტაბით.
წევრებს შეუძლიათ:
წევრობის კატეგორიებია:
ინდივიდუალური წევრობა შეუძლია დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროში. ინდივიდუალური წევრები წარმოადგენენ ძეგლთა დაცვისა და მომიჯნავე სფეროებში ექსპერტული ცოდნის მქონე პროფესიონალებს, რომლებიც იზიარებენ ICOMOS საქართველოს წესდებით განსაზღვრულ მიზნებს, საქმიანობენ და ზრუნავენ ამ მიზნების მისაღწევად. ინდივუდუალურ წევრებს აქვთ არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება.
ახალგაზრდა პროფესიონალი წევრი არის ინდივიდუალური წევრობის ქვე-კატეგორია. იგი შეიძლება გახდეს 30 წლამდე ახალგაზრდა პროფესიონალი ან სტუდენტი. ის სარგებლობს შეღავათით საწევრო გადასახადზე.
ინსტიტუციური წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ისტორიული მემკვიდრეობის, ძეგლების, ღირშესანიშნავი ადგილების კონსერვაციის, დაცვის, რესტავრაციისა თუ განვითარების მიმართულებით. ასევე, ძეგლების მფლობელი ან მეურვე ორგანიზაციები, რომლებიც იზიარებენ ICOMOS საქართველოს წესდებით განსაზღვრულ მიზნებს, საქმიანობენ და ზრუნავენ ამ მიზნების მისაღწევად; ინსტიტუციური წევრები საკუთარ წარმომადგენლად კომიტეტში ნიშნავენ კვალიფიცირებულ პროფესიონალს.
ასოცირებული წევრები წარმოადგენენ, კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით მხარს უჭერენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას, ამავდროულად იზიარებენ, ICOMOS საქართველოს წესდებით განსაზღვრულ მიზნებს; ასოცირებულ წევრებს არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
საპატიო წევრები წარმოადგენენ საერთაშორისო ICOMOS-ის გენერალური ასამბლეის მიერ, ეროვნული ან საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტების წარდგინებით არჩეულ ინდივიდუალურ წევრებს, რომლებმაც მათი მოღვაწეობითა და დამსახურებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების საქმეში საერთაშორისო დონეზე.
საწევრო გადასახადი
წევრობის კატეგორიაწლიური საწევრო გადასახადიინდივიდუალური წევრი35€ახალგაზრდა პროფესიონალი წევრი20 €ასოცირებული წევრი25 €ინსტიტუციური წევრი / ასოცირებული ინსტიტუციური წევრი240 €ICOMOS საქართველოს წევრობა გულისხმობს საერთაშორისო ICOMOS-ის წევრობას.
თუ გსურთ განაცხადოთ წევრობის სურვილი, ჩამოტვირთეთ გაწევრიანების განაცხადის ფორმა, შეავსეთ და გამოაგზავნე ფოსტაზე info@icomos.org.ge თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
შევსებულ განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს:
წევრობის მსურველებს განაცხადის გამოგზავნა შეუძლიათ წლის ნებისმიერ დროს. მხოლოდ 1 ოქტომბრამდე მიღებული განაცხადები განიხილება მომდევნო წელს გასაწევრიანებლად.
წევრად მიღების დადასტურების შემდეგ, წევრობის კანდიდატს ეგზავნება ინვოისი, რომლის მიხდევითაც იხდის შესაბამის წლიურ საწევრო გადასახადს.
ეროვნული კომიტეტის სამდივნო აცნობებს საერთაშორისო სამდივნოს ახალი წევრების მიღების შესახებ და შეიყვანს მათ საკონტაქტო მონაცემებს იკომოსის წევრთა და ექსპერტთა ონლაინ მონაცემთა ბაზაში და გადაიხდის მათ საწევრო გადასახადს საერთაშორისო სამდივნოში.
წევრობის განახლების მსურველებმა ამის შესახებ უნდა აუწყონ სამდივნოს წერილობით არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა.
იკომოსის წევრობის შეწყვეტის წესები
იკომოსის წევრობის შეწყვეტა ხდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა. საწევრო გადასახადი არ არის გადახდილი მიმდინარე წლის 1 მაისამდე;
ბ. წევრობის დასრულების სურვილის შემთხვევაში წევრი წლის ბოლომდე არაუგვიანეს სამი თვით ადრე აცნობებს ეროვნულ კომიტეტს წერილობით;
გ. ორგანიზაცია დაიშალა;
დ. წევრი ოფიციალურად ამოღებული იქნა წევრთა ნუსხიდან ეროვნული კომიტეტის გამგეობის მიერ საერთაშორისო იკომისის წესდების მე-7ა. და ბ. მუხლის გათვალისწინებით ან სხვა რაიმე სერიოზული მიზეზით.
(საერთაშორისო ICOMOS-ის წესდების მე-7ა. და ბ. მუხლი: იკომოსის წესდებისა და ეთიკური პრინციპების დაუმორჩილებლობა განიხილება შესაბამისი ეროვნული თუ საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის მიერ და ითვალისწინებს სანქციებს. ვიდრე ამოქმედდება სანქცია და დასრულდება წევრობა, წევრს უნდა ეცნობოს ბრალდების შესახებ და მოეთხოვოს განმარტებებების წარმოდგენა. სანქციის შემთხვევაში წევრს შეუძლია საჩივრით წარდგეს გამგეობის წინაშე. საჩივარი აჩერებს გადაწყვეტილებას. გამგეობის გადაწყვეტილება არის საბოლოო.სანქციებთან და წევრობის დასრულებასთან დაკავშირებული პროცედურები (მუხლი 7ა და 7ბ), არის კონფიდენციალური, ისევე როგორც გაფრთხილების გამოყენება. ყველა დანარჩენი სანქცია შეიძლება გახდეს საჯარო.)
პიროვნებას თუ ინსტიტუციას, რომელსაც წევრობა შეუწყდა საწევროს გადაუხდელობის მიზეზით, შეუძლია განაახლოს წევრობა წლიური საწევროს გადახდის შემდეგ.
გამგეობა ვალდებულია უარის შემთხვევაში წევრობის მსურველს განუმარტოს უარის თქმის მიზეზი. იმ შემთხვევაში, თუ გამგეობა არ დააკმაყოფილებს წევრობის მსურველის განაცხადს, მას უფლება აქვს საჩივრით მიმართოს საერთაშორისო ICOMOS-ის გამგეობას. გასაჩივრების პროცედურა განმარტებულია დოკუმენტის „იკომოსის წესები და პროცედურები“ მე-18 და 86-ე მუხლებში.