საგაზაფხულო სტაჟირების პროგრამა 2024!
ICOMOS საქართველო მოხარულია უმასპინძლოს მარიამ ღლონტს 2024 წლის საგაზაფხულო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. მარიამი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებადმცოდნეობის სადიპლომო კურსის სტუდენტია.
მარიამი დაინტერესებულია კულტურითა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევებით, აქვს გამოცდილება არქივზე მუშაობის სფეროში და სურს განაგრძოს მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე. სტაჟირების ფარგლებში მარიამი გაეცნობა მემკვიდრეობის სფეროს და იმუშავებს დარგის ექსპერტებთან ერთად. ის აქტიურად ჩაერთვება ICOMOS საქართველოს მიმდინარე პროექტებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში, რაც მას შესაბამის გამოცდილებას მისცემს.
იმედი გვაქვს, რომ ICOMOS საქართველოსთან თანამშრომლობა მარიამს დაეხმარება საერთაშორისო კონსერვაციული პრინციპების გათავისებაში და ხელს შეუწყობს კარიერულ განვითარებაში!