კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია

კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია.
2017-2021

ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან (Riksantikvaren) თანამშრომლობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისის ისტორიულ ნაწილში განხორციელდა საპილოტე პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია, რომლის მიზანია: ხელი შეუწყოს საქართველოში მდგრადი განვითარების პროცესს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის გზით.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა, მეფე სოლომონ ბრძენის ქ. #33-ში მდებარე, ტრადიციული თბილისური საცხოვრებლის რესტავრაცია კონსერვაციის საერთაშორისო პრიციპებისა და სტანდარტების გამოყენებით, ტრადიციული ხელოსნობისა და მასალების სწავლებითა და გამოცდით;

“სწავლა კეთებით” პროცესი წარიმართა პრაქტიკაზე დაფუძნებული საწვრთნელი პროგრამებით, როგორც საპროექტო ჯგუფისთვის, ისე სტუდენტებისთვის, ხელოსნებისთვის, მოსახლეობისა და დარგის ექსპერტებისთვის; პროგრამის ფარგლებში ჩატარდა: საერთაშორისო სემინარი ისტორიული ნაგებობების სტრუქტურული ანალიზისა და რესტავრაციის საკითხებზე, მიწის დუღაბის კვლევითი და პრაქტიკული სემინარები, პრაქტიკული სემინარი ხის კონსერვაციის პრიციპებზე, ერთ დღიანი პრაქტიკულები სტუდენტებისთვის ძეგლის გახსნის თემაზე და ღია კარის დღეები ფართო საზოგადოებისთვის.

გამოცდილების გაზიარების მიზნით დამუშავდა სპეციალური დოკუმენტი, ტრადიციული თბილისური სახლის კონსერვაციის სახელმძღვანელო პრინიპები.

რეაბილიტირებულ ობიექტში შეიქმნა საჯარო სივრცე შექმნა, სადაც ბინა დაიდო საქრთველოს ეროვნული ფონდმა, ხოლო ნაწილში ICOMOS საქართველოს ახორციელებს საწრთნელ და უნარების განვითარების ღონისძიებებს, საჯარო ლექციებს, მემკვიდრეობის რესურსების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში.