მემკვიდრეობის პლატფორმა
- 17 იანვარი, 2023
მემკვიდრეობის პლატფორმა
2023 წელს ICOMOS საქართველომ, საქართველოს ეროვნულ ფონდთან და ლურჯ ფართან თანამშრომლობით, დააფუძნა კულტურული მემკვიდრეობის პლატფორმა, სადაც მოიწვია მემკვიდრეობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა შექმნილიყო მემკვიდრეობის დაცვის დარგში გამოწვევებისა და წარმატებული გამოცდილების გაზიარების სივრცე. დღეს პლატფორმა აერთიანებს 12 ორგანიზაციას და დამოუკიდებლად ფუნქციონირებს.
პროექტი დააფინანსა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში. პლატფორმა ითვალისწინებს და ახალისებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, გაეროს ადამიანის უფლებათა ქარტიითა და რიგი საერთაშორისო შეთანხმებით აღიარებულ თითოეული მოქალაქის უფლებასა და ვალდებულებას გაუფრთხილდეს და შეინარჩუნოს მემკვიდრეობა.