ისტორიული შენობების სტრუქტურული ანალიზი და კონსერვაცია
- 24 აპრილი, 2023
ისტორიული შენობების სტრუქტურული ანალიზი და კონსერვაცია
24-28 აპრილი, 2023 | მემკვიდრეობის რესურსების ცენტრი
ინტენსიური ერთ-კვირიანი სემინარი ეხება ისტორიული ნაგებობების კონსერვაციას, ეფუძნება ICOMOS-ის არქიტექტურული მემკვიდრეობის სტრუქტურული ანალიზისა და რესტავრაციის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის (ISCARSAH) პრინციპებს და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
სემინარი განხორციელდა საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით და ICOMOS საქართველოს მიერ ამერიკის საელჩოს კულტურული მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში. სემინარს უძღვებოდა, არქიტექტორი და სტრუქტურული ინჟინერი სტივენ ჯ. კელი ვისკონსინის უნივერსიტეტიდან.