თბილისური სახლისთვის თავსებადი კირის დუღაბის “ვორკშოპი”
“ვორკშოპი” ჩატარდა პროექტის - კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია” – ფარგლებში, ICOMOS საქართველოსა და რიკსანტიკვარენის ორგანიზებით. “ვორკშოპის” ამოცანაა, თბილისის ისტორიულ შენობებში გამოყენებული ე.წ. მიწის დუღაბის კვლევა და მასთან თავსებადი დუღაბის დადგენა, სოლომონ ბრძენის ქ.#33-ში მდებარე ძეგლის საველე პირობებში. ამ მიზნით, დამზადდა და აგურის წყობაზე გაიტესტა 10 განსხვავებული შემადგენლობის კირის შემკვრელზე დამზადებული დუღაბი. გარკვეული პერიოდის მანძილზე მოხდება შედეგების მონიტორინგი, ფიქსაცია და მოგვიანებით ლაბორატორიული კვლევა. საპროექტო ჯგუფის გარდა, ვორკშოპში მონაწილეობდნენ მოწვეული ხელოსნები და ახალგაზრდა სპეციალისტები.