თბილისის ისტორიული ნაგებობების კონსტრუქციული ანალიზისა და ფიზიკური სტაბილიზაციის საკითხებზე
ვორკშოპი ჩატარდა ICOMOS საქართველოს საპილოტე პროგრამის ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც ამჟამად მიმდინარეობს თბილისში, მემფე სოლომონ მეფის ქუჩა #33-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კვლევითი-საპროექტო სამუშაოები. ორი დღის განმავლობაში ექსპერტები საქართველოდან, ნორვეგიიდან და იტალიიდან მსჯელობდნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური მდგრადობის გაუმჯობესების გავრცელებულ მეთოდებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება კონსერვაციის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს და ხელყოფს მნიშვნელოვან ფასეულობებს. ვორკშოპის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები საპროექტო ძეგლის კონსტრუქციული გამაგრებისთვის და ზოგადად თბილისის ისტორიული ძეგლებისთვის.
- სტუდენტური ვორკშოპი – ძეგლის გახსნა. მეფე სოლომონ ბრძენის ქ.#33. 05.08.2018
- Capacity building workshops 2012-2014
- Community & Historic Environment 2011
- Old Tbilisi Identity 2010