ხის კონსერვაციის კურსი

ICOMOS საქართველო ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან (Riksantikvaren) მრავალწლიანი თანამშრომლობისა და საქართველოში ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით შეიმუშავა და დააფუძნა ხის კონსერვაციის კურსი. კურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

ხის კონსერვაციის კურსი მომზადდა და ჩატარდა ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან (Riksantikvaren) ერთად 2024 წლის 4-9 ნოემბერს. ხის კონსერვაციის კურსი საქართველოში შემუშავდა და იყენებს ICCROM-ის ხის კონსერვაციის ტექნოლოგიის საერთაშორისო კურსის (ICWCT) კურიკულუმს და მეთოდოლოგიას. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ICWCT-ის 6 მოდულის შემოკლებული და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული ინტენსიური თეორიული ლექციების ციკლი.  კურსის ძირითადი დროს დაეთმო პრაქტიკულ სამუშაოებს ხის საამქროში. მონაწილეებმა პრაქტიკულად განახორციელეს XIX ს-ის თბილისური სახლის სადარბაზოს კარის რესტავრაცია.
კუსის ანგარიში და შეფასება შეგიძლიათ იხილოთ აქ.