ICOMOS და კლიმატის ცვლილება

ICOMOS და კლიმატის ცვლილება

 

ევროპის მწვანე შეთანხმება

ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მწვანე დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობა და კლიმატის საგანგებო მდგომარეობა ახალი ბაუჰაუსის ინიციატივა


2019 წლის 11 დეკემბერს ევროკომისიამ წარმოადგინა სტრატეგიული დოკუმენტი - ევროკავშირის მწვანე შეთანხმება. დოკუმენტი შეიქმნა კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დეგრადაციის გამოწვევების საპასუხოდ და წარმოადგენს ახალი განვითარების სტრატეგიას, რომლის ამოცანაა ევროკავშირის ეკონომიკის გარდაქმნა თანამედროვე, მდგრად, ენერგოეფექტურ და კონკურენტუნარიან ეკონომიკად. საბოლოოდ კი ევროპის ახალი მწვანე შეთანხმების მიზანია, რომ 2050 წლისთვის ევროპა გახდეს კლიმატის მიმართ პირველი ნეიტრალური კონტინენტი. მიზნის მიღწევა შესაძლებელია კლიმატის და გარემოს გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნით, ეს პროცესი კი მარტივი და ინკლუზიური უნდა იყოს ყველასთვის.


ICOMOS, მისი კლიმატის ცვლილების სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, 2019 წლიდან აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილების საკითხებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონტექსტში. ICOMOS - ის მე-20 გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია - „კულტურული მემკვიდრეობა და კლიმატის საგანგებო მდგომარეობა“. 2020 წელს კი მემკვიდრეობის, კლიმატის და ფინანსურმა ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა შეიმუშავეს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მწვანე დოკუმენტი, რომელიც „ევროპის ზიარ მემკვიდრეობას აყენებს ევროპის მწვანე შეთანხმების ცენტრში“ (შეგიძლიათ გაეცნოთ დოკუმენტის მოკლე შინაარსს და სრულ პუბლიკაციას).


ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მწვანე დოკუმენტი შემუშავდა Europa Nostra - ს მიერ ICOMOS - თან და Climate Heritage Network - თან თანამშრომლობით, European Heritage Alliance - ის წევრების მონაწილეობით. დოკუმენტს მხარს უჭერს European Investment Bank Institute და ევროკავშირის Creative Europe პროგრამა.


„...ევროპული მწვანე შეთანხმება შეიქმნა ევროკომისიის მიერ და მიზნად ისახავს ევროპის, როგორც პირველ ნახშირბადისგან თავისუფალ კონტინენტად აღიარებას 2050 წლისთვის. ევროპული მწვანე შეთანხმების თანახმად, ‘ევროკავშირის ყველა ქმედებასა და პოლიტიკას უნდა შექონდეს წვლილი ევროპული მწვანე შეთანხმების ამოცანებში’. ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მწვანე დოკუმენტი ამაზე პასუხობს: გაითვალისწინეთ კულტურული მემკვიდრეობა!“ - ჰერმან პარცინგერი, ევროპა ნოსტრას აღმასრულებელი პრეზიდენტი.


„ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მწვანე შეთანხმების მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირება კლიმატის ცვლილებაში და მემკვიდრეობის საზოგადოების მობილიზება ტრანსფორმაციული კლიმატის ქმედებისთვის. პლანეტის, ადამიანების, მათი კულტურების დასაცავად და კლიმატის ცვლილების ყველაზე ცუდი ზემოქმედებისგან თავის ასაცილებლად, აუცილებელია გლობალური დათბობის შენარჩუნება 1.5°C - მდე...“ - ენდრიუ ფოთსი, ICOMOS - ის კლიმატის ცვლილებისა და მემკვიდრეობის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი.


მწვანე დოკუმენტი ასახავს კულტურული მემკვიდრეობის როლის კორელაციას ევროპული მწვანე შეთანხმების ყველა მთავარ სფეროსთან, როგორიცაა ”სუფთა ენერგია“, „ცირკულარული ეკონომიკა“, „განახლების ტალღა“, „ჭკვიანი მობილობა“, „ფერმიდან ჩანგლამდე“, „მწვანე ფინანსები“ და „უბრალოდ გადასვლა, კვლევა და ინოვაცია, განათლება და ტრენინგი“, ისევე როგორც „მწვანე შეთანხმების დიპლომატია“. ის გვთავაზობს მთელ რიგ კონკრეტულ რეკომენდაციებს როგორც პოლიტიკის შემქმენელებისთვის, ისე კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული მხარეებისთვის. ასევე, იდენტიფიცირებულია პოტენციური, როგორც რეალური, ისე ჰიპოთეტური კონფლიქტები მემკვიდრეობის დაცვასა და ევროპულ მწვანე შეთანხმებას შორის; აღწერილია ამ კონფლიქტების დასაძლევად ყველასთვის მისაღები სტრატეგიები.


„ევროპული ინვესტიციის ბანკი მხარს უჭერს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მწვანე დოკუმენტს, რადგან სჯერა, რომ კულტურულ მემკვიდრეობას აქვს პოტენციალი იმ დაკარგული კავშირის აღდგენის, რომელიც ყველა ევროპელსა და ევროკავშირის მწვანე შეთანხმებას შორის არის და შეადგენს ჩვენი საერთო და უფრო მწვანე მომავლის საყრდენს“ - ამბროიზ ფაიოლე, ევროპული ინვესტიციის ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

მწვანე დოკუმენტი ზედმიწევნით რელევანტურია და პასუხობს ევროკომისიის ისეთ მნიშვნელოვან ახალ წამოწყებას, როგორიცაა ახალი ევროპული ბაუჰაუსის ინიციატივა. ახალი ევროპული ბაუჰაუსი შემოქმედებითი და მრავალდისციპლინარული ინიციატივაა, რომელმაც უნდა შექმნას სივრცე, სადაც გადაიკვეთება ხელოვნება, კულტურა, სოციალური ჩართულობა, მეცნიერება და ტექნოლოგია. ბაუჰაუსის ინიციატივამ ხელი უნდა შეუწყოს ევროპული მწვანე შეთანხმების პრაქტიკულ განხორციელებას. ეს ინიციატივა უპრეცედენტოდ გახსნილია ყველასთვის და მოგვიწოდებს ჩართულობისკენ მდგრადი, ინკლუზიური და ბედნიერი მომავლისთვის.


„ევროპის კულტურული მემკვიდრეობის გამწვანება აბსოლუტურ საჭიროებას წარმოადგენს და უზრუნველყოფს ისეთ შესაძლებლობას, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გვეძლევა. მოდი წავიკითხოთ, ავსახოთ და შევხედოთ ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მწვანე დოკუმენტს ამ გადმოსახედიდან, რათა ვიპოვოთ საერთო გადაწყვეტები და თანამშრომლობის სფეროები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს მზადყოფნას ევროპის მდიდარი მემკვიდრეობის ხელშეწყობისა და დაცვისთვის, მის ყველა ფორმაში - მატერიალური, არამატერიალური, კულტურული და ბუნებრივი. წევრ სახელმწიფოებთან და სექტორის მიმართ დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ ძვირფასი რესურსის დაცვა და განვითარება მომავალი თაობებისთვის“ - მარია გაბრიელი, ევროპელი კომისარი ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდების მიმართულებით.