ICOMOS და COVID-19 – ICOMOS – ის პრეზიდენტის და საკონსულტაციო კომიტეტის პრეზიდენტის მიმართვა

ICOMOS – ის პრეზიდენტის, ტოშიუკი კონოსა და ICOMOS – ის საკონსულტაციო კომიტეტის პრეზიდენტის, მიკელ ლანდას მიმართვა ICOMOS – ის წევრების, დარგის სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისთვის! ICOMOS და COVID-19: მემკვიდრეობა, როგორც ადამიანური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის ქვაკუთხედი ძვირფასო ICOMOS – ის წევრებო და კოლეგებო, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანები კარგად და უსაფრთხოდ ხართ. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვიზიარებთ თითოეული თქვენგანის პირად თუ პროფესიონალურ, საკმაოდ რთულ მდგომარეობას. COVID-19 – თან დაკავშირებით გავრცელებულ უამრავ ინფორმაციას შორის ვხვდებით იმედისმომცემ შეტყობინებას, რომელიც გაცემულია სანდო სამედიცინო პუბლიკაციის მიერ, რომ ეფექტური ვაქცინა შესაძლებელია შემდეგი 18 თვის განმავლობაში შემუშავდეს. ეს იქნება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მოკლე პერიოდი ვაქცინის შემუშავებისთვის. თუმცა, 18 თვე საკმაოდ დიდი დროა საბოლოო,  ნულოვანი-ინფექციის ეტაპის მისაღწევი მარათონისთვის. იმისთვის, რომ ეს მარათონი იყოს მდგრადი, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება და თანდათან ეკონომიკური აქტივობების განახლება, მაშინ როცა სხვებს უწევთ შეინარჩუნონ ან დააწესონ მკაცრი ზომები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის V – ფორმით აღდგენა, რაც გულისხმობს სწრაფ მობრუნებას ეკონომიკური ზრდისკენ 2021 წლისთვის, გლობალური მშპ – ის ასეთი მკვეთრი ვარდნის შემდეგ 2020 წელს. თუმცა, ზოგიერთი ეკონომისტი უფრო პესიმისტურ ვარაუდებს გვთავაზობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმოდგენილი სცენარი შესაძლებელია შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ინფექციის მეორე ტალღა დაიწყება ან ვაქცინის შემუშავება გადაიდება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მძიმე რეცესია, მდიდარი ქვეყნები ახდენენ უპრეცენდენტო ეკონომიკური სტიმულირების პაკეტების მობილიზებას. მეორე მხრივ, ბევრ განვითარებად ქვეყანას დასჭირდება საერთაშორისო დახმარება. აღდგენა-რეაბილიტაციის გამოწვევა არ ეხება მხოლოდ ეკონომიკურ სფეროს, ის ასევე, მოიცავს ადამიანურსა და სოციალურს. კიდევ ერთხელ მოხდება სოციალური სამართლის მნიშვნელობის განხილვა და ის ხელახლა შეფასდება სხვადასხვა, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეებზე და სწორედ ის იქნება COVID – ის შემდგომი სამყაროსა და აღდგენის პროცესის ცენტრალური საკითხი. ICOMOS – ს სჯერა, რომ მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ მდგრადი განვითარების მამოძრავებელი. ის, ასევე, კატასტროფების შემდეგ ადამიანებისა და მათი სოციალური გარემოს აღდგენის ქვაკუთხედია. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია მიზნად ისახავს თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიის დროს და მის შემდეგ წარმართულ პროცესებში. ჩვენ ვცხოვრობთ შეუდარებელ, არაპროგნოზირებად და რთული გარემოებების სამყაროში. ყველასთვის ერთნაირი მიდგომა არ იმუშავებს და არც ერჯერადი ზომებია საკმარისი COVID-19 – ის გავლენების დასაძლევად. შესაბამისად, ICOMOS – ის გეგმა და აქტივობები უნდა შეიქმნას გრძელვადიანი პერსპექტივით. აქედან გამომდინარე, ICOMOS გეგმავს ორ მთავარ აქტივობას. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ აღდგენის პროცესი იქნება ხანგრძლივი და მრავალმხრივი, ICOMOS, მისი გლობალური ქსელებისა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტიზის მეშვეობით,  გააკონტროლებს და შეაფასებს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების განვითარებას და მიღებულ ზომებს მემკვიდრეობის კონსერვაციის კუთხით, მინიმუმ მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ICOMOS ყოველწლიურად გამოაქვეყნებს ანგარიშს პანდემიის შემდეგ აღდგენის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს, როგორც ვაქცინამდე, ისე ვაქცინის შემდგომ ფაზებს და უზრუნველყოფს მყარი საფუძველის შექმნას დარგის პოლიტიკის რეკომენდაციებისთვის. მეორეც, ICOMOS სჯერა ადგილის ძალის. ისტორიულ შენობაში ან შთამბეჭდავ ღირსშესანიშნავ ადგილას ყოფნა ფუნდამენტურად განსხვავებული გამოცდილებაა ეკრანზე ფოტოების დათვალიერებისგან. მაშინ როცა, ადამიანის ღირებულებებმა დღეს შეიძლება განახლებული  ყურადღება მიიპყრონ, მემკვიდრეობის მნიშვნელობის აღიარება მთავრობების მიერ შეიძლება აღარ იყოს ისეთივე, როგორც პანდემიამდე, რამდენადაც ისინი აღდგენის პროცესებისა და პრიორიტეტების შერჩევის უზარმაზარი წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ICOMOS უნდა იყოს პროაქტიული და უზრუნველყოს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და ზომების განხორციელება, რათა პანდემიის გავლენების შემსუბუქება მოხდეს ყველა სფეროსთვის თანაბრად – მაგალითად, რომ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტები ითვალისწინებენ მემკვიდრეობისა და კონსერვაციის უმნიშვნელოვანეს როლს. მსგავსი ზომები დაიცავს არამხოლოდ მემკვიდრეობას, არამედ მასთან დაკავშრებულ საზოგადოებებს. აღნიშნულ კონტექსტში, ICOMOS იწყებს ვებინარების სერიას, რომელიც შეეხება მემკვიდრეობის კონსერვაციის სხვადასხვა ასპექტებსა და საკითხებს, როგორიცაა პანდემიის გავლენები. სესიები განკუთვნილი იქნება, როგორც მემკვიდრეობის პროფესიონალებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის. ICOMOS – ის ეროვნულ და სამეცნიერო კომიტეტებს და მის სამუშაო ჯგუფებს, მათ შორის დამწყები პროფესიონალების სამუშაო ჯგუფს, შორის თანამშრომლობა არის აუცილებელი ორივე პროექტის განსახორციელებლად, რომლებიც დაინერეგება ICOMOS – ის გამგეობისა და საკონსულტაციო კომიტეტის ერთობლივი ხელმძღვანელობით. ყველა კომიტეტსა და სამუშაო ჯგუფს მართებს აქტიური მონაწილეობა. საბოლოოდ,  აუცილებელია პანდემიის გავლენის ყურადღებით მონიტორინგი ICOMOS – ზე, როგორც ორგანიზაციაზე და მის ძვირფას ინდივიდუალურ წევრებზე 2020 წლის შემდეგაც. 2020 წლის სიდნეის გენერალური ასამბლეის გაუქმება პანდემიის გავლენის ყველაზე თვალსაჩინო და გულსატკენი პირველი შედეგია. ჩვენთვის მტკივნეული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება იმის გათვალისწინებით, რომ პროცესებში ბევრი დაინტერესებული მხარე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, უპირველეს ყოველისა, ICOMOS ავსტრალია. ICOMOS – მა დღევანდელი სიტუაცია ციფრული ტექნოლოგიების უკეთ ათვისებით უნდა გამოიყენოს, მის ტრადიციულ ღონისძიებებზე განსხვავებული ფორმატის ადაპტაციისთვის, როგორიცაა, მაგალითად ნორმატიული შეხვედრები. გამგეობამ და საკონსულტაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს ამ საკითხებზე მუშაობა. ძვირფასო კოლეგებო, ICOMOS – ს სჯერა, რომ ჩვენი ქმედებები/გადადგმული ნაბიჯები დღეს, ჩვენს ხვალინდელ დღეს ქმნის. ჩვენ დაგვჭირდება თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ICOMOS – ის სოციალური პასუხისმგებლობის შესასრულებლად და დღევანდელ სიტუაციასთან გასამკლავებლად. მადლობას გიხდით და გულითადად ვაფასებთ თქვენს მუდმივ მხარდაჭერას. გისურვებთ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას! ტოშიუკი კონო, ICOMOS – ის პრეზიდენტი მიკელ ლანდა, ICOMOS – ის საკონსულტაციო კომიტეტის პრეზიდენტი.