საზაფხულო სტაჟირების პროგრამა 2023!
- 04 ივლისი, 2023
ICOMOS საქართველო მოხარულია უმასპინძლოს თამარ კაპანაძეს საზაფხულო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. თამარი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) „საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის“ კურსდამთავრებულია. ის დაინტერესებულია კულტურული მემკვიდრეობისა და პოლიტიკის მართვის სფეროს ურთიერთკავშირით. სტაჟირების ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, მას დაეხმარება, რომ ხელი შეუწყოს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაზრდას და მის პოზიტიურ ხილვადობას. იმედი გვაქვს, რომ ICOMOS საქართველოსთან თანამშრომლობა თამარს დაეხმარება კარიერული მიზნების მიღწევაში!