ვორკშოპზე რეგისტრაცია დაიწყო! ტრადიციული დუღაბის მომზადება, გამოყენება და მოვლა-პატრონობა
- 03 მარტი, 2026
ვორკშოპის პროგრამა და შინაარსი
პრაქტიკული სემინარის ძირითადი ფოკუსია კირის ბაზაზე დამზადებული სხვადასხვა ტიპის დუღაბების თვისებების, მათი გამოყენების პირობებისა და ტექნოლოგიური თავისებურებების გაცნობა, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.
თეორიული ნაწილი შედგება მოკლე სალექციო კურსისგან (3 აკადემიური საათი): ისტორიული კონტექსტი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ოსტატობისა და ტრადიციული მასალების შესახებ; რადიციული დუღაბის ტიპები და გავრცელების არეალები საქართველოში; კირის ტრადიციული დუღაბის მომზადება - მახასიათებლები; პრაქტიკული სავარჯიშოების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ეტაპობრივად გაეცნონ კირის ხსნარის მომზადების სრულ პროცესს — კირის ჩაქრობიდან საბოლოო სამუშაო ხსნარის მიღებამდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მასალის სწორ შერჩევას, პროპორციების განსაზღვრას, შერევის ტექნიკას და უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
მონაწილეები პრაქტიკულად შეისწავლიან როგორც ჰიდრავლიკური, ასევე ჰაეროვანი კირის დუღაბების მომზადების წესებს. დამატებით განიხილება მიწის (თიხის შემცველი) და ჩაუმქრალი კირის ბაზაზე დამზადებული ნარევების თავისებურებები, მათი ტექნიკური მახასიათებლები და გამოყენების არეალი.
პრაქტიკული ინფორმაცია
თარიღი: 11 -12 ივლისი. 2026 წელი.
ადგილი: თბილისი. მეფე სოლომონ ბრძენის ქ. #33
განრიგი: 10:00 დან 17:00 სთ-მდე
ღირებულება: 200 ლარი
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
ვორკშოპში მონაწილეობა შეუძლია: კულტუტული მემკვიდრეობის დარგის სტუდენტებს, ექსპერტებს, მშენებელ-კალატოზებს, ისტორიული შენობის მეპატრონეებს, და უბრალოდ დრაგით დაინტერესებულ პირებს.
მონაწილეობის მსურველთა განაცხადი
მონაწილეობის მსურველებმა წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ ელ-ფოსტით:
განაცხადის მიღების ბოლო დღეა 15 ივნისი
კითხვების შემთხვევაში ასევე მოგვწერეთ მემკვიდრეობის რესურსების ცენტრის Facebook-ზე
https://www.facebook.com/profile.php?id=100064580266556
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. კანდიდატის მოკლე რეზიუმე - სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების წელი (მინიმუმ 18 წლის ზევით); ინფორმაცია საქმიანობის შესახებ: მაგ. კალატოზი, სტუდენტი, რესტავრატორი, და აშ. + შესაბამისი დეტალები (ინსტიტუცია, კომპანია, და აშ.)
2. მოკლე მოტივაციის წერილი
დეტალური ინფორმაცია დროდადრო განახლდება. თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ მედიას.
