თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია UNESCO - ს ასტრონომიული მემკვიდრეობის პორტალზე
- 31 იანვარი, 2025
თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია UNESCO - ს ასტრონომიული მემკვიდრეობის პორტალზე.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კავკასიის უადრესი სამეცნიერო ცენტრის თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა UNESCO - ს ასტრონომიული მემკვიდრეობის პორტალზე.
ეს შესაძლებელი გახდა, არქიტექტურის ისტორიკოსის, მაია მანიას ინიციატივითა და ძალისხმევით და მისი თანამშრომლობით UNESCO - ს ასტრონომიულ პროგრამასთან. ინიციატივა განხორციელდა ICOMOS საქართველოს ხელშეწყობითა და UNESCO - ს ასტრონომიული მემკვიდრეობის პორტალის პროექტის გუნდის მხარდაჭერით.
UNESCO - ს ასტრონომიული მემკვიდრეობის პლატფორმა UNESCO - ს ასტრონომიის და მსოფლიო მემკვიდრეობის ინიციტივით შეიქმნა. პლატფორმის მიზანია ასტრონომიასთან დაკავშირებული ღირსშესანიშნაობების დაცვისა და შენარჩუნების ხელშეწყობა, ასტრონომიული ძეგლების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და კონსერვაციისა და კვლევის რესურსების შექმნა.
იხილეთ გამოქვეყნებული ინფორმაცია აქ: https://web.astronomicalheritage.net/show-entity?identity=219&idsubentity=1