ზემო სვანეთის კედლის მხატვრობის ოდისეა

ზემო სვანეთის კედლის მხატვრობის ოდისეა წარმოადგენს კულტურულ მარშრუტს, რომელიც შეიქმნა ფართო საზოგადოებისთვის. იგი მიზნად ისახავს ზემო სვანეთის უსაზღვროდ მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის საგანძურიდან გამოკვეთოს და მოგზაურების ყურადღება გაამახვილოს ისეთ გამორჩეულ ფენომენზე, როგორიცაა ზემო სვანეთის შუასაუკუნოვანი კედლის მხატვრობა. შემოთავაზებული კულტურული მარშრუტი განსაკუთრებით საინტერესო იქნება, ქრისტიანული ხელოვნებით და საერთოდ ხელოვნების ისტორიით დაინტერესებულთათვის, მომლოცველებისა  და პილიგრიმებისთვის, მთის კულტურული ლანშაფტებით გატაცებული მოგზაურებისთვის და საერთოდ კულტურული მარშრუტების მოყვარულთათვის.

პროექტი განხორციელდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით და საქართველოს საპატრიარქოს დახმარებით.

https://muralroutes.org.ge/ka