რეგისტრაცია დაიწყო!

ხის კონსერვაციის პრინციპები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები   2026

25 - 27 სექტემბერი

მემკვიდრეობის რესურსების ცენტრი

თბილისი, მეფე სოლომონ ბრძენის ქ.# 33

ICOMOS საქართველო განაგრძობს პრაქტიკული სემინარების (ვორკშოპი) ორგანიზებას მემკვიდრეობის რესურსების ცენტრში. რიგით მე-4 ვორკშოპი - ხის კონსერვაციის პრინციპები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები -  კულტუტული მემკვიდრეობის დარგის სტუდენტებს, ექსპერტებს, დურგლებს, ისტორიული შენობის მეპატრონეებს, და უბრალოდ დრაგით დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს, სამ დღიან ვორკშოპს, რომლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ხის კონსერვაციის საბაზისო პრიციპებს და პრაქტიკას, ხის მემკვიდრეობის დაზიანების გამომწვევ მიზეზებს და ხის კონსერვაციის სწორ მეთოდებს.

ვორკშოპი მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს ხის არქიტექტურის ნიმუშების სტრუქტურული და დეკორატიული ელემენტების „მკურნალობასა“და რესტავრაციაზე, საღებავით დამუშავებული ზედაპირების კონსერვაციაზე.

პრაქტიკული ინფორმაცია

თარიღი:  25-27  სექტემბერი. 2026 წელი.

ადგილი: თბილისი. მეფე სოლომონ ბრძენის ქ. #33

განრიგი: 10:00 დან 17:00 სთ-მდე

ღირებულება:  300 ლარი

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

ვორკშოპში მონაწილეობა შეუძლია: კულტუტული მემკვიდრეობის დარგის სტუდენტებს, ექსპერტებს, დურგლებს, ისტორიული შენობის მეპატრონეებს, და უბრალოდ დრაგით დაინტერესებულ პირებს.

მონაწილეობის მსურველთა განაცხადი

მონაწილეობის მსურველებმა წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ ICOMOS საქართველოს სამდივნოში შემდეგ მისამართზე    info@icomos.org.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კურატორს, ლია ბოკუჩავას, ტელ.: 599 270 443

განაცხადის მიღების ბოლო დღეა 18 სექტემბერი

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. კანდიდატის მოკლე რეზიუმე - სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების წელი (მინიმუმ 18 წლის ზევით); ინფორმაცია საქმიანობის შესახებ: მაგ. კალატოზი, სტუდენტი, რესტავრატორი, და აშ. + შესაბამისი დეტალები (ინსტიტუცია, კომპანია, და აშ.)
  2. მოკლე მოტივაციის წერილი

ვორკშოპის კურატორია, არქიტექტორ-რესტავრატორი ლია ბოკუჩავა.   ტელ.: 599 270 443

იგი ICCROM-ის ხის კონსერვაციის ტექნოლოგიის კურს (ICWCT)  დამთავრებულია. ლია ბოკუჩავამ 2024 წელს ICWCT-ის ნორვეგიელ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ICWCT-ის ადაპტირებული მოკლე კურსის ჩატარებაში თბილისში და კურიკულუმის შექმნაში.