ხის კონსერვაციის პრინციპები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები 25 - 27 სექტემბერი, 2026
- 13 მარტი, 2026
ICOMOS საქართველო განაგრძობს პრაქტიკული სემინარების (ვორკშოპი) ორგანიზებას მემკვიდრეობის რესურსების ცენტრში. რიგით მე-4 ვორკშოპი - ხის კონსერვაციის პრინციპები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები - კულტუტული მემკვიდრეობის დარგის სტუდენტებს, ექსპერტებს, დურგლებს, ისტორიული შენობის მეპატრონეებს, და უბრალოდ დრაგით დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს, სამ დღიან ვორკშოპს, რომლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ხის კონსერვაციის საბაზისო პრიციპებს და პრაქტიკას, ხის მემკვიდრეობის დაზიანების გამომწვევ მიზეზებს და ხის კონსერვაციის სწორ მეთოდებს. ვორკშოპი მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს ხის არქიტექტურის ნიმუშების სტრუქტურული და დეკორატიული ელემენტების „მკურნალობასა“ და რესტავრაციაზე, საღებავით დამუშავებული ზედაპირების კონსერვაციაზე და აშ.
სრული ინფორმაცია ვორკშოპის შესახებ და გაცხადების მიღებსათან დაკავშირებული პირობები მალე გამოქვეყნდება. თვალი ადევნეთ ICOMOS საქართველოს ვებ-გვერს და მემკვიდრეობის რესურსების ცენტრის Facebook გვერდს და გამოგვყევით Instagram -ზე.
