მემკვიდრეობის პლატფორმის შეხვედრა – 29.03.2023
- 10 აპრილი, 2023
მემკვიდრეობის პლატფორმას ახალი წევრი-ორგანიზაციები შეუერთდნენ. ამ დროისთვის, პლატფორმა საქართველოს მასშტაბით 12 ორგანიზაციას აერთიანებს.
„მემკვიდრეობის პლატფორმის წევრების ოფიციალურ შეკრებაზე, არქიტექტურის ისტორიკოსმა და სამხატვრო აკადემიის პროფესორმა მაია მანიამ გამართა პრეზენტაცია „ოქრომჭედლების მრუდი“ https://bit.ly/3K4Xd4O
პრეზენტაციაზე სპეციალისტმა ისაუბრა ძველ თბილისში, კალაში, ოქრომჭედლებისა და მიმდებარე ქუჩებზე არსებულ ფასეულობებსა და განადგურების საფრთხეზე. ხაზი გაესვა საკითხს, რომ ოქრომჭედლების ქუჩის 20 ნომერში მდებარე სახლი დანგრევის საფრთხის ქვეშაა. სახლის დანგრევით მოიშლება ოქრომჭედლების მრუდი, რადგან მრუდს სწორედ ამ შენობისა და ეზოს არქიტექტურული კომპოზიცია ქმნის.
მემკვიდრეობის პლატფორმა ღიაა ახალი ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს, მონაწილეობა მიიღოს სფეროში გამოწვევებისა თუ წარმატებული გამოცდილების გაზიარების ახალი სივრცის ჩამოყალიბებაში.