გაზაფხულის სტაჟირების პროგრამა 2023

ICOMOS საქართველო მოხარულია უმასპინძლოს ირის ფაიფერბერხს გაზაფხულის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. ირისი გლასგლოს უნივერსიტეტისა და ტარტუს უნივერსიტეტის ‘ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული, რუსული და ევრაზიული სამაგისტრო პროგრამის’ სტუდენტია. ამჟამად, ის გაცვლით სემესტრს გადის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. სამომავლოდ ირისი გეგმავს პოლიტიკის მეცნიერებისა და მემკვიდრეობის დარგს შორის კავშირის გაუმჯობესებას. იმედი გვაქვს, რომ ICOMOS საქართველოსთან თანამშრომლობა დაეხმარება მას კარიერული მიზნების მიღწევაში!