მემკვიდრეობის პლატფორმა – 13.02.2023
- 13 თებერვალი, 2023
ICOMOS საქართველო იწყებს ახალ პროექტს!
მემკვიდრეობის პლატფორმა გააერთიანებს სამოქალაქო საოზგადოების ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგნელობის მხარდაჭერით.
2023 წლის 13 თებერვალს მემკვიდრეობის რესურსების ცენტრსა და საქართველოს ეროვნული ფონდის ოფისში მემკვიდრეობის პლატფორმის პირველი ღონისძიება გაიმართა.
პრეზენტაციას დაესწრნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში, ევროკავშირის კულტურული ორგანიზაციებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მემკვიდრეობის პლატფორმას შეუერთდნენ შემდეგი ორგანიზაციები:
ICOMOS საქართველო
საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia
საქართველოს ლურჯი ფარი Blue Shield Georgia
ICOM Georgia – საქართველო
საზოგადოება ბათომი
CDC სათემო განვითარების ცენტრი/Community Development Centre
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია • Georgian Craft Association
მემკვიდრეობის პლატფორმა ღიაა დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის თბილისსა და რეგიონებში.