სემინარზე რეგისტრაცია დაიწყო! ‘ისტორიული შენობების სტრუქტურული ანალიზი და კონსერვაცია’
- 09 დეკემბერი, 2022
სემინარზე რეგისტრაცია დაიწყო!
‘ისტორიული შენობების სტრუქტურული ანალიზი და კონსერვაცია’
მემკვიდრეობის დაცვის სემინარები
‘Structural Analysis and Conservation of Historic Buildings’
Heritage Preservation Seminars
24-28 აპრილი, 2023
სემინარი განკუთვნილია არქიტექტურის რესტავრაციის, არქიტექტურის, სამშენებლო ინჟინერიისა და სტრუქტურული ინჟინერიის ბაკალავრის საფეხურის მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ისევე როგორც აღნიშნული დარგების დამწყები პროფესიონალებისთვის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგ ელ. ფოსტაზე – info@icomos.org.ge გამოგვიგზავნოთ:
– თქვენი CV;
– მოკლე სამოტივაციო წერილი;
– ცნობა უნივერსიტეტიდან ან დამსაქმებლისგან.
ინფორმაცია კურსთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე – https://drive.google.com/…/1jcbgLu-2uG4…/view…
დეტალურ პროგრამას და დამატებით ინფორმაციას სემინარის შესახებ თანდათან გაგიზიარებთ. თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს!
პროექტი ხორციელდება ICOMOS საქართველოს მიერ საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ამერიკის საელჩოს კულტურული მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში.
The project is implemented by ICOMOS საქართველო within the U.S. Embassy Tbilisi Cultural Small Grants program and funded by the US Embassy in Georgia.