‘ისტორიული შენობა ნაგებობების სტრუქტურული ანალიზი’ – ელისაბედ ლეჟავას პრეზენტაცია
- 12 მარტი, 2024
პრეზენტაციაზე ელისაბედმა წარადგინა თავისი სამაგისტრო კურსი: ‘ისტორიული შენობა ნაგებობების სტრუქუტურული ანალიზი’. პრეზენტაცია შეეხო ამ სპეციფიკური კურსის პროგრამას და ელისაბედის სამაგისტრო თეზისს ‘რეკომენდაციები გელათის მონასტერში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით’. ღონისძიებას დაესწრნენ დამწყები პროფესიონალები და დარგის სტუდენტები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.